მდინარე ციტარუმი (Citarum) დასავლეთ იავეში, ინდონეზიაში მიედინება. ეს მდინარე მსოფლიოში ყველაზე ბინძურ მდინარედ მიიჩნევა. აქტიურად, მისი დაბინძურება მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყეს. მდინარეში ხვდება ასევე ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას ნარჩენებიც. ჯაკარტაში 9 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ თევზის მრეწველობა "ნაგვისაზე" გაცვალა. ადამიანები მდინარეში ნავებით შედიან და გადაყრილ ნაგავს შორის ისეთ ნივთებს აგროვებენ, რომლებიც შესაძლოა, გაიყიდოს.
იხილეთ ფოტოგალერეა