რას ყიდულობენ მამაკაცები ინტერნეტით

რას ყიდულობენ მამაკაცები ინტერნეტით

რუსულმა უმსხვილესმა სავაჭრო ინტერნეტ-პლატფორმა - Molotok-მა გაარკვია, რას ყიდულობენ მამაკაცები ინტერნეტით. ექსპერტებმა ამ ინტერნეტ-მაღაზიაში მამაკაცების მიერ შეძენილი ნივთების სტატისტიკის შედეგები გააანალიზეს.

აღმოჩნდა, რომ პირველი ადგილი მუსიკას, წიგნებსა და ვიდეოთამაშებს უჭირავს (19%); მეორე ადგილზე ნოუთბუქი, კომპიუტერი, ტელეფონი და ტექნიკური აქსესუარებია (15%). სამეულს საათები და სამკაულები ასრულებს (9%).

"აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა დიდი ნაწილი კონსერვატორია და ცდილობენ, თანხა წვრილმანებში არ დახარჯონ. უნდა ითქვას, რომ მამაკაცებს შორის ბევრი კოლექციონერია", - ამბობს სავაჭრო დარბაზის Molotok-ის მარკეტინგის მენეჯერი ვიქტორია კრუტიხოვსკაია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს