ნანუკა ჟორჟოლიანის ღია მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "რომელ მხარეს დგებით? ქუჩის, თუ პოლიციის?!"

ნანუკა ჟორჟოლიანის ღია მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "რომელ მხარეს დგებით? ქუჩის, თუ პოლიციის?!"

ცნობილი მოვლენების გამო, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ Facebook-ზე კიდევ უფრო გააქტიურდა და ტელეწამყვანი კიდევ უფრო ხშირად ანახლებს სტატუსებს, რომელიც დავით კოდუას ცემის ფაქტს ეხმიანება.

ამჯერად ჟორჟოლიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

"ბატონო პრემიერო! ქუჩური გარჩევა და ვენდეტა თუ წახალისდება და არ დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, რა ხდება?

როდესაც თქვენ პრემიერი აღარ იქნებით, მაგალითად თათუხაშვილის შვილი გადაწყვიტავს, რომ მას მამა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოუკლეს და ვენდეტის გზას მიმართავს, თუ სამართლის გზას აირჩევს! საით მივდივართ? უკან 90-ებში, სადაც ეს "მოსული " იყო, თუ სამართლიან სახელმწიფოს ვაშენებთ?!

გულწრფელად მაინტერესებს, თქვენ რომელ მხარეს დგებით? ქუჩის, თუ პოლიციის?! თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიცია ისევ მილიციაა!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს