ნიკა გვარამიას ფარული მოსმენების "მანკიერი პრაქტიკა" ბუმერანგივით შემოუბრუნდა - "რუსთავი 2"-ს გენდირექტორის აღიარება და ბოდიში

ნიკა გვარამიას ფარული მოსმენების "მანკიერი პრაქტიკა" ბუმერანგივით შემოუბრუნდა - "რუსთავი 2"-ს გენდირექტორის აღიარება და ბოდიში

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის. როგორც ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ბოდიშს იმისთვის იხდის, რომ თავის დროზე მონაწილეობა აქვს მიღებული ფარული ჩანაწერების გავრცელების მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

"ვიდრე ძირითად სათქმელს ვიტყოდი, აუცილებლად მინდა გავიხსენო წინა წლები და პირადად ჩემი არც თუ ისე პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩემის მხრივ, ბოდიში მინდა მოვიხადო იმისთვის, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. მართალია, ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ჩემთვის იყო ცნობილი, მოპოვებული იყო ლეგიტიმურად და მათი გავრცელება წარმოადგენდა სახელისუფლებო სრულ დისკრეციას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იქნა არასწორად და ამგვარი პრაქტიკით შეილახა ძალიან ბევრი ადამიანის ფუნდამენტური, დაცული სიკეთე, დემოკრატიის ფუნდამენტური დაცული სიკეთე - ეს არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამ პრაქტიკის გამო ადამიანებმა, ვინც ამ ჩანაწერებში ფიგურირებდა, ჩემი ღრმა რწმენით, მიიღეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი, რისთვისაც გულწრფელად გამოვხატავ ჩემს წუხილს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების "ამ მანკიერ ტრადიციას", რომელიც მის მიერვე არის აღიარებული, "სამწუხაროდ, განუხრელად დაადგა ახალი ხელისუფლება".

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი და არხის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებია გაკეთებული.

ასევე იხილეთ: - "რუსთავი 2"-ის ტოპმენეჯმენტის ვიდეო ჩანაწერის პირადი ხასიათის დეტალები

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა