თელავში 22 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტი გააპროტესტეს

თელავში 22 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტი გააპროტესტეს

არა ძალადობას! - საზოგადოების წარმომადგენლებმა თელავში ამ დევიზით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა, 22 წლის ახალგაზრდის რამდენიმე დღის წინ მომხდარი ცემის ფაქტი და ძალადობისადმი საზოგადოების გულგრილობა გააპროტესტეს.

"ჩვენი მიზანია არა ვუთხრათ ძალადობას და ნუ ვიქნებით გულგრილები. სანამ ჩვენ შვილებს ან ოჯახის წევრებს არ შეეხება ეს პრობლემა, მანამდე არ გვახსენდება ხოლმე, რომ მოძალადეებს უნდა ვუთხრათ - შეჩერდი! მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც იმ ძალადობის ფაქტს, რაც თელავში მოხდა, ასე ამართლებენ - ალბათ, ღირსი იყო და ამიტომ ცემეს - როდესაც თქვენ იქნებით ღირსი, არავინ გამოვა თქვენს დასაცავად. ამიტომ, სანამ დროა, დავდგეთ ძალადობის წინააღმდეგ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აქციის მონაწილე მარიამ ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, თელავში, გამგეობის შენობის წინ, 29 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 22 წლის აკაკი სვიმონიშვილი სასტიკად ცემეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა