შანტაჟი ინტიმური ვიდეოებით - 58 ინტერნეტ-თაღლითის მასობრივი მახე

შანტაჟი ინტიმური ვიდეოებით - 58 ინტერნეტ-თაღლითის მასობრივი მახე

ფილიპინების პოლიციამ 58 ადამიანი დააკავა, რომლებიც ინტერნეტ-მომხმარებლებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გამომზეურებით აშანტაჟებდნენ.

ინტერპოლის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ პოტენციურ მსხვერპლს ინტერნეტ-ხულიგნები სოციალური ქსელის საშუალებით უკავშირდებოდნენ და ახდენდნენ მათ პროვოცირებას, რომ სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა მიეწოდებინათ.

მოგვიანებით კი მსხვერპლს აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ თუკი თანხას არ გადაიხდიდნენ,  მასალას მათ ახლობლებს აჩვენებდნენ. როგორც წესი, თაღლითები 500-დან 2000 დოლარამდე თანხის გადახდას ითხოვდნენ.

"შანტაჟი ინდუსტრიულ საფეხურზე იყო აყვანილი. სამუშაოები მიმდინარეობდა  ოფისში, რომელიც ქოლ-ცენტრს მოგვაგონებს. თაღლითები სპეციალურ ტრენინგებსაც კი გადიოდნენ და შესრულებული სამუშაოსთვის მათ ბონუსების სისტემაც ჰქონდათ დანერგილი",- ნათქვამია ინტერპოლის ოფიციალურ განცხადებაში.

ინტერპოლში აცხადებენ, რომ  კიბერ-შანტაჟის მასშტაბები "მასობრივი" იყო - "ეს დანაშაულები ერთი ქვეყნით არ შემოიფარგლა. ამიტომ გამოძიებისას საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო".

ჰონგ-კონგის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰონგ-კონგში ამ სქემის მსხვერპლი 530-ზე მეტი ადამიანი იყო.

სამართალდამცავთა ცნობით, ზოგიერთ მსხვერპლს გამომძალველებისთვის 15 000 დოლარის გადახდა მოუხდა, რათა მათი ინტიმური ვიდეოები უცხოს ხელში არ მოხვედრილიყო. დანარჩენები კი,რომელთაც თანხა არ ჰქონდათ, პოლიციას მიმართავდნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენაში ინტერპოლთან ერთად ჩართულნი იყვნენ სამართალდამცავები სინგაპურიდან, აშშ-დან, ჰონგ-კონგიდან, შოტლანდიიდან და ავსტრალიიდან.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ერთ-ერთმა შოტლანდიელმა არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მას შემდეგ, რაც მისი დაშანტაჟება ანალოგიური გზით სცადეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს