მსოფლიოში ყველაზე მაღალი პატარძალი - 2 მეტრი სიმაღლის გოგონა თხოვდება (+7 ფოტო)

მსოფლიოში ყველაზე მაღალი პატარძალი - 2 მეტრი სიმაღლის გოგონა თხოვდება (+7 ფოტო)

მსოფლიოში ყველაზე მაღალი პატარძალი 18 წლის ბრაზილიელი ელისანი და კრუს სილვაა, რომელიც 2 მეტრი სიმაღლისაა.

გოგონას სიმაღლეში ზრდა ჰიპოფიზში (ტვინის ფუძეზე არსებული ჯირკვალი) არსებულმა სიმსივნემ განაპირობა. ქირურგებმა სიმსივნე ამოჭრეს.

გოგონა სიმაღლის გამო პრობლემებს აწყდება - ვერ მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სკოლაში სიარულზე უარი თქვა, რადგან კლასელები დასცინოდნენ, სახლში გადაადგილება უჭირს, მუდამ მოხრილი დადის, რადგან ჭერს ეჯახება. ელისანი დებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, სიყვარულში გაუმართლა და საყვარელ მამაკაცზე თხოვდება.

მისი რჩეული ფრანსინალდო და სილვაა, რომლის სიმაღლეც 164 სანტიმეტრია. ბიჭმა შეყვარებულს ცოლობა უკვე სთხოვა. ელისანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქორწილო კაბა უკვე შერჩეული აქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს