გსურთ გახდეთ მილიარდერი? მაშინ გადაჭერით ამ 10 პრობლემიდან ერთ-ერთი

გსურთ გახდეთ მილიარდერი? მაშინ გადაჭერით ამ 10 პრობლემიდან ერთ-ერთი

დღემდე არსებობს რიგი გადაუჭრელი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მილიარდერად გაქცევთ.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ადამიანების უმრავლესობისთვის, ცხოვრება ადრინდელთან შედარებით უფრო კომფორტული გახდა. თუმცა, დღემდე არსებობს რიგი გადაუჭრელი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მილიარდერად გაქცევთ. წარმოგიდგენთ ამ საკითხების ჩამონათვალს.

1. უსადენო ელექტროობა

წლიდან წლამდე თანამედროვე გაჯეტები სულ უფრო თხელი, მათი ეკრანი ნათელი და მკვეთრი, ხოლო პროცესორი უფრო ძლიერი ხდება. ამავე დროს, გაჯეტის მუშაობის დრო კარდინალურად არ იცვლება. თანამედროვე აკუმულატორის ზომები კი მოწყობილობის გაბარიტებსა და ფორმას განსაზღვრავს. ის, ვინც უსადენო ელექტროობას შექმნის, მილიარდებსაც იშოვის.

გასული წლის გაზაფხულზე, ცნობილი გახდა Amazon-ის ხელმძღვანელის, ჯეფ ბეზოსის საინტერესო პატენტის შესახებ. ბეზოსმა წარმოადგინა პლანშეტის იდეა, რომელსაც არ აქვს ბატარეა და მეხსიერების ბარათი - იდეის მიხედვით, გაჯეტს ყველა მონაცემი და ელექტროენერგია საბაზისო სადგურების ქსელიდან გადაეცემა. თუკი ეს განხორციელდება, გაჯეტები არა მხოლოდ კარდინალურად გაიაფდება, არამედ მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შესაძლებელი გახდება. იდეის პრაქტიკაში რეალიზებაზე ვაშინგტონის შტატის ინჟინრები მუშაობენ.

2. ინტერნეტი მთელ მსოფლიოში

ჩვენს პლანეტაზე ინტერნეტის გარეშე 4.5 მილიარდი ადამიანია. მათი უმეტესობა მსოფლიოს ე.წ. მესამე ქვეყნებიდანაა. MWC 2014-ის გამოფენაზე ”ფეისბუქის” დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, ყველა ადამიანისთვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მომავალი ათწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიური საზოგადოების მთავარ ამოცანად დაასახელა. თუმცა, ამ პრობლემის გადასაჭრელად მოძიებულ გზებში Facebook-ი არ ლიდერობს. ლიდერის პოზიცია Google-ს უჭირავს. როგორც ცნობილია, Google-მა ცოტა ხნის წინ საჰაერო ბუშტების საშუალებით ინტერნეტის გავრცელების კონცეფცია წარმოადგინა.

3. სუფთა ქვანახშირი

თანამედროვეობაში მიღებულია მოსაზრება, რომ მომავალი განახლებადი ენერგიის წყაროს დავუკავშიროთ: უკვე ახლა, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ქმნიან დატა-ცენტრებს, რომლებიც მხოლოდ ქარისა და მზის გენერატორებს იყენებენ. ხოლო Google 1 მლრდ დოლარზე მეტ ინვესტიციას დებს ნოვატორულ ენერგეტიკულ "სტარტაპებში".

თუმცა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, მომავლის მთავარი საწვავი ქვანახშირი იქნება - უკვე ახლა მასზე პლანეტის ელექტროგენერაციის 40%-ზე მეტი მოდის, ხოლო 2035 წლისთვის ეს მაჩვენებელი 48%-მდე გაიზრდება.

კაცობრიობას მოუწევს აირჩიოს - გააგრძელოს ცხოვრება ისეთ ატმოსფეროში, სადაც ნახშირბადის აირის გამოყოფა გრძელდება და სადაც ატმოსფერო ქვანახშირის მტვრითაა გაჟღენთილი, თუ ფსონი დადოს ტექნოლოგიის შემუშავებაზე, რათა მოხდეს გამოყოფილი ნახშირორჟანგის ”დაჭერა” და მიწის ქვეშ მისი ”დაკონსერვება”.

4. იაფი მზის ენერგია

არსებობს ორი ხერხი, რომ მზის ენერგიის გაიაფება მოხდეს. პირველი - გამოვიყენოთ იაფი (და ამის გამო ნაკლებ ეფექტური) ფოტოელექტრული ელემენტები. მეორე - ვიპოვოთ ახალი მასალა, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და ამავდროულად ისეთი ფუნქციის მქონე, რომელიც რადიკალურად გაზრდის მზის ბატარეების სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტს. ასეთი მოიძებნა - მინერალი სახელწოდებით პეროვსკიტი. ეს მინერალი პირველად მზის ბატარეებში ექსპერიმენტულად 2009 წელს გამოიყენეს და უკვე გასულ წელს, სიახლის სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი 16%-მდე გაიზარდა. უახლოეს დროში მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 50%-მდე აიწევს. ჩვეულებრივ, პეროვსკიტი იაფია, გამოყენების დროს მოსახერხებელი და საშუალებას იძლევა, მზის ენერგია 75%-ით გაიაფდეს. ჟურნალმა Science ამ მინერალს 2013 წლის ერთ-ერთი გარღვევა უწოდა.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს