ყველაზე იღბლიანი ქათამი - ქათამი, რომელიც ავტომობილის შეჯახებისას გადარჩა (+3 ფოტო)

ყველაზე იღბლიანი ქათამი - ქათამი, რომელიც ავტომობილის შეჯახებისას გადარჩა (+3 ფოტო)

31 წლის ჩინელი ჰუანგ ლინგიონგი საკუთარი ავტომობილით მშვიდად მგზავრობდა, როდესაც მოულოდნელად ქუჩაზე ქათამმა გადაურბინა. ინციდენტი ძიანსის პროვინციაში მოხდა.

ქათამი რომ გადარჩენილიყო, მამაკაცმა რამდენიმე მანევრის გაკეთება მოასწრო. საბოლოოდ, ქათამი ავარიას უვნებელი გადაურჩა, მაგრამ ავტომობილს უზარმაზარი ხვრელი დაუტოვა.

"ძლიერად დავამუხრუჭე, რადგანაც ცხოველები და ფრინველები მიყვარს და არ მინდოდა ქათამს რამე შემთხვეოდა. მოგვიანებით, ავტომობილზე უზარმაზარი ხვრელი დავინახე, რომელშიც ქათამი იყო გაჭედილი. ვიფიქრე, რომ ავარიას ემსხვერპლა, თუმცა კაკანი დაიწყო და მისი გადარჩენა შევძელი. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იქნება - სხვა დროს უფრო დაკვირვებით ვივლი", - ამბობს ის.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს