"ნაციონალურმა მოძრაობამ" შიდა ქართლში თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერების და გამგებლების კანდიდატები წარადგინა. ყოფილი მმართველი პარტია გორის თეატრში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე ომის თემასაც შეეხო.
"როდესაც შემოჭრილ ტანკებს დავხვდით და ბრძოლა გავუმართეთ, ეს დანაშაული ყოფილა. წარმოდგენაც მიჭირს, როკის გვირაბიდან შემოსულ კოლონასთან ჩვენს ჯარებს მოქმედება რომ არ დაეწყო. როცა ავაზაკი მოდის, უნდა შეაკვდე იმას", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ შეხვედრაზე.
ომის თემას თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც შეეხო. "ჩვენ ჩვენ მიწა წყალს ვიცავდით. როდესაც კომისიებს ქმნი და ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ შენი ხალხი დაარწმუნო, რომ შენ ხარ დამნაშავე; რომ შენ ხელი არასდროს უნდა გაანძრიო; რომ სახლში როცა შემოგივარდებიან, ბაბაია უნდა დაუძახო; აი, ამ ფილოსოფიას რომ დანერგავ ქვეყანაში, მერე იმ ქვეყნის გაცოცხლება არის ძალიან ძნელი და ის ქვეყანა მაშინ ნახევრად ჩაბარებულია მტრისთვის", - მიმართა გორელებს გიგი უგულავამ.
იხილეთ ვრცლად