6 ხერხი ზედმეტი კალორიების თავიდან ასაცილებლად

6 ხერხი ზედმეტი კალორიების თავიდან ასაცილებლად

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ყველა ქალი ზედმეტი კილოგრამების მოშორებას და ფორმაში ჩადგომას ცდილობს. მომაკვდინებელი დიეტები სულაც არაა აუცილებელი, რომ ზედმეტი კალორიებისგან დავიცვათ თავი.

უბრალოდ, დაიცავით რამდენიმე მარტივი წესი.

1. იფიქრეთ იმაზე რასაც მიირთმევთ.

დააკვირდით ეტიკეტს, შემადგენლობას, შთააგონეთ თქვენს თავს რომ ესა თუ ის პროდუქტი უბრალოდ არ გჭირდებათ, რომ მავნეა და მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. არ დაგავიწყდეთ: ტორტის ნაჭერი 2 წუთი რჩება პირში, 2 საათი კუჭში და 2 თვე თეძოებში.

2. გამოიყენეთ პატარა თეფში.

ასე უკეთ გააკონტროლებთ საკუთარ ულუფას. თან შეეჩვევით საკვების რაოდენობის შემცირებას. როცა ხედავთ, რომ თეფში სავსეა, ეს ფსიქოლოგიურად დადებითად მოქმედებს და აჩენს შეგრძნებას, რომ საკვები საკმარისია. თუ მაინც მოგინდათ დამატება, უკეთესია 1 ჭიქა წყალი დალიოთ ასე შეავსოთ კუჭი.

3. დალიეთ წყალი.

შესაძლოა სხვადასხვა სასმელის მიღების დიდი სურვილი გქონდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ წყალი საუკეთესო არჩევანია. გარდა იმისა, რომ 0 კალორიაა, ორგანიზმის ჰიდრატაციისთვისაც აუცილებელია. დალიეთ წყალი სადილობამდე და უფრო ნაკლებს შეჭამთ. თან კანისთვისაც არაჩვეულებრივია.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს