სოფელი, სადაც ადამიანები დნებიან (+11 ფოტო)

სოფელი, სადაც ადამიანები დნებიან (+11 ფოტო)

ბრაზილიაში ქალაქ არარასში მცხოვრებ ადამიანებს მზესთან ყოველდღიური ბრძოლა უწევთ.

ადგილობრივების დიდი ნაწილი ძალიან იშვიათი კანის გენეტიკური დაავადებით, პიგმენტური აშლილობით (xeroderma pigmentosum) იტანჯება. ამ დაავადების გამო ადამიანები ულტრაიისფერი სხივების მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან. ზოგჯერ, დაავადება კანის კიბოში გადადის. დაავადება იმდენად ვერაგია, რომ პაციენტებს გამოჯანმრთელების საშუალებას არ აძლევს. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ადგილობრივებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროს მზეში, მიწაზე მუშაობა წარმოადგენს.

"მზისგან ყოველთვის დაუცველი ვიყავი. მთელი დღე პლანტაციებში ვმუშაობდი. წლებთან ერთად ჩემი დაავადება უარესობისკენ წავიდა. დღეს, სოფლის მეურნეობაში ვეღარ ვერევი, მთავრობის პენსიის იმედად ვარ და ნაყინს ვყიდი", - ამბობს პაციენტი ჯალმა ანტონიო იარდიმი.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მას 50-ზე მეტი ოპერაცია დასჭირდა. დღეს მზეს ყველა ხერხით ემალება, ქუჩაშიც ქუდით დადის, მაგრამ ეს დაავადებას დიდად ვერ შველის. მამაკაცს ნიღაბიც კი უკეთია, რადგანაც დაავადებამ კანის ნაწილი მთლიანად შთანთქა. როგორც ექიმები ამბობენ, თემში 800 ადამიანიდან 20 ამ გენეტიკური დაავადებით იტანჯება. საშუალოდ, ყოველ 40 ადამიანში ერთს პიგმენტური აშლილობის დიაგნოზს უსვამენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს