ქერტლი თავის კანის ცხიმიანობის მიხედვით არის მშრალი და ცხიმიანი. ცხიმოვანი ქერტლი ვითარდება კანის მომატებული ცხიმიანობისას; მშრალი ქერტლი ვითრდება კანის სიმშრალისას და ახლავს ქავილი, ქერტლი ასუსტებს თმის ძირებს და თმა იწყებს ცვენას. მისი გამომწვევი ერთერთი მიზეზია სოკო - Pityrosporum Ovale, რომელიც ყველა ადამიანის თავის კანზეა, მაგრამ გამრავლებას იწყებს მაშინ, როცა ხელსაყრელი პირობები შეექმნება, მაგალითად თავის კანის მომატებული ცხიმიანობისას.
სხვა მიზეზები: ნერვული გადაძაბვა, ჰორმონალური დარღვევევი, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, არასწორი კვება, A და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, კანის გამოშრობა, თმის არასწორი მოვლა. ქერტლი ადვილად გადაედება, ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური სავარცხელი.
ზოგადი მითითება ასეთია: კვებიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, ალერგიული საკვები, ალკოჰოლი, ტკბილეული;