მამუკა ღლონტის პასუხი "რუსთავი 2"-ელებს გვარამიას ბოდიშის შემდეგ

მამუკა ღლონტის პასუხი "რუსთავი 2"-ელებს გვარამიას ბოდიშის შემდეგ

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს კოლეგებად არ მიიჩნევს. ღლონტის თქმით, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გვარამიამ და მისმა კოლეგებმა იცრუეს. ამის შესახებ ღლონტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"გუშინდელი მთავარი ამბის - მიყურადების დამგმობელებს (რომელთა რიცხვში მეც ვარ) მინდა მივმართო და ავუხსნა რატომ არ ვთვლი "რ2"-ელებს კოლეგებად: ყველა "ომი" მთავრდება ზავით, "რ2" ისევე როგორც "მაესტრო" იყო ამ ომის სხვადასხვა მხარეს მყოფი და მონაწილე. "რ2" იბრძოდა აკრძალული წესებით და იყო ბოროტების, სიცრუის და აღარ ჩამოვთვლი ათასი უბედურების ბუდე (ეს ჩემი სუბიექტური აზრია) "მაესტრო" ცდილობდა ყოფილიყო ობიექტური მედია (რამდენად გამოგვივიდა ეს ცალკე ამბავია). დამთავრდა ეს ომი, მაგრამ ვერსად ვნახეთ (ზავი) და მოვისმინეთ "რ2"-ელების მონანიება ან მობოდიშება, გუშინაც როდესაც ნიკა გვარამიამ "მოუბოდიშა" საზოგადოებას იქვე დიდი ტყუილი დააბრეხვა მოსმენებთან დაკავშირებით, როდესაც "რ2"-ელები სოლიდარობას მოითხოვენ, მინიმუმ სიმართლის და ობიექტურობის ბილიკზე მაინც უნდა იდგნენ. მდგომარეობა კი საპირისპიროა ბოდიშს, ტყუილი მოსდევს, ვინ არის ის ვინც მომთხოვს სოლიდარული ვიყო მატყუარასთან? აი, ამიტომ ვერ ჩავთვლი მათ კოლეგებად და ვერ ვიქნები მათდამი სოლიდარული. ჩემი აზრით, "რ2" არც არის მედია საშუალება, რა არის ამას აქ არ დავწერ, არ ეწყინოთ. :))", - წერს ღლონტი.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა. ამასთან, მან ბოდიშიც მოიხადა იმისთვის, რომ თავის დროზე მონაწილეობა აქვს მიღებული ფარული ჩანაწერების გავრცელების მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

იხილეთ ასევე: ნიკა გვარამიას ფარული მოსმენების "მანკიერი პრაქტიკა" ბუმერანგივით შემოუბრუნდა - "რუსთავი 2"-ს გენდირექტორის აღიარება და ბოდიში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს