6 პროდუქტი იდეალური კანისთვის

6 პროდუქტი იდეალური კანისთვის

სილამაზე იწყება საკვებით. თუ გსურთ იდეალური კანი გქონდეთ, ის კი სილამაზის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია, აუცილებელია, რომ ხარისხიანი კოსმეტიკის გამოყენების გარდა ხარისხიანად იკვებოთ კიდეც. რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს, მით უფრო უკეთესი გახდება თქვენი სახის კანი.

1. წითელი ტკბილი წიწაკა.

1 ცალი წიწაკა სრულად შეავსებს თქვენი ორგანიზმის დღიურ ნორმას C ვიტამინზე. გარდა ამისა შეიცავს სასარგებლო უჯრედისს და ვიტამინ B6. მდიდარია კაროტენოიდებით, რომელიც კანში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ებრძვის ნაადრევ ნაოჭებს. ამ კაროტენოიდების წყალობით, წიწაკა აკნეს საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.

2. შავი შოკოლადი , მინიმუმ 80% კაკაოთი

ხარისხიან შავ შოკოლადში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებს კანის სიწითლეს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რის გამოც კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. მაღალპროცენტიან შოკოლადში ცხიმი და შაქარი ნაკლებია. ის შედარებით მწარეა, სამაგიეროდ პატარა ულუფა დააკმაყოფილებს თქვენი ორგანიზმის მოთხოვნებს.

3. ორაგული

ეს თევზი შესანიშნავი საკვებია, რომელიც ორგანიზმს სტრესთან, დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. მეტწილად აკმაყოფილებს ორგანიზმის დღიურ მოთხოვნას D ვიტამინზე. ეს კი აუცილებელია ტვინის, ძვლების, გულის ჯანმრთელობისთვის. ორაგულში შემავალი ომეგა 3 ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას და აკნეს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს