"ასეთი დემონსტრატიული გულგრილობა რას უნდა ნიშნავდეს?" - პატრიარქს საყდრისის გადარჩენის თხოვნით მიმართავენ

"ასეთი დემონსტრატიული გულგრილობა რას უნდა ნიშნავდეს?" - პატრიარქს საყდრისის გადარჩენის თხოვნით მიმართავენ

ყოფილი პოლიტპატიმარი, ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია საყდრისთან დაკავშირებით პატრიარქს "ფეისბუქის" პირად გვერდზე საჯაროდ მიმართავს.

"ძვირფასო მეგობრებო!

გადავწყვიტე პირადად, როგორც საზოგადოების წარმომადგენელმა მივმართო საქართველოს პატრიარქს და მისი სახით ეკლესიას:

თქვენო უწმინდესობავ!

დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ ანადგურებს მთავრობა - საჩქაროდ, უკანონოდ და უაპელაციოდ - ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, რაც როგორც მინიმუმი, მეცნიერთა ფართო წრის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ამ ყველაფერს ახლავს უამრავი კანონდარღვევა, სიცრუე და დაინტერესებულ მოქალაქეთა თუ მეცნიერთა სრული იგნორირება. მთავრობამ განაჩენი გამოუტანა საყდრისს, გააქრო და ვერ მიაკვლია ბოლო 10 წლის მანძილზე წარმოებულ კვლევებსა და დასკვნებს, და უსუსური, ალოგიკური არგუმენტებით ცდილობს წაგვართვას ის, რაც ყველას ერთნაირად გვეკუთვნის!

პირადად მე დღემდე არ გამიგია თქვენი ან ეკლესიის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია ამ საკითხზე, რაც, სულო ცოდვილო, მაინცდამაინც დიდად არ მიკვირს... მწამს: თუ დაუთმობთ საყდრისს იმ ყურადღებისა და ძალისხმევის ნაწილს მაინც, რაც "ანტიდისკრიმინაციული კანონის" საკითხს დაუთმეთ, საყდრისი გადარჩება!

P.S. ხშირად დუმილი დანაშაულია.

ფეხთა თქვენთა მტვერი, ქართული კულტურის მოკრძალებული გულშემატკივარი,

ცოტნე გამსახურდია", - აღნიშნულია მიმართვაში.

ამავე თემას მორიგ პოსტს უძღვნის რადიო "თავისუფლების" ბლოგერი, კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია.

"მართლი იქნება თუ იტყვით რას გადაეკიდაო, გეთანხმებით, მეც არ მომწონს ეს აჩემებები, მაგრამ სანამ ამ ქალის სურათი მაქვს ქავერად მაინც მინდა ვიკითხო - თქვენი აზრით, რატომ არ გამოხატა აქამდე პოზიცია საპატრიარქომ საყდრისთან დაკავშირებით? მესმის, რომ დრო არ აქვთ და მთლიანად მოცულნი არიან სექსუალური უმცირესობების თემით. ამაზე იღგზნებიან, ეს ელანდებათ და ამას ხედავენ სიზმარ-ცხადში, მაგრამ ასეთი დემონსტრატიული გულგრილობა რას უნდა ნიშნავდეს?", - წერს გვახარია.

იხილეთ ასევე: "ნეტავ ერთი წამით გააცოცხლა მამაჩემი, რომ მათქმევინა, რისთვის დაიღუპა თავი! განა თქვენი გულისთვის თითის გატოკება ღირდა?!" - ცოტნე გამსახურდია

საყდრისის მაღაროსთან საგუშაგოებს დგამენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს