"ნაციონალებმა" უნდა დავამტკიცოთ, რომ არ "გადავშენებულვართ" - გოგა ხაჩიძე

"ნაციონალებმა" უნდა დავამტკიცოთ, რომ არ "გადავშენებულვართ" - გოგა ხაჩიძე

დღეს, 18:00-ზე სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართება, სადაც პარტია რაიონების მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს დაასახელებს. "ნაციონალები" შეკრებილ მხარდამჭერებს, რომლებსაც რეგიონებიდანაც ელოდებიან, საარჩევნო პროგრამასაც გააცნობენ.

ყრილობის დაწყებამდე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე სპორტის სასახლიდან Facebook-ზე ერთგვარ ფოტო-რეპორტინგს აკეთებს და აუდიტორიას ყრილობისთვის მზადების პროცესს აცნობს. გარდა ამისა ერთ-ერთ პოსტში წერს, რომ პარტიამ დღეს უნდა დაამტკიცოს, რომ "არ გადაშენებულან".

Facebook/ გოგა ხაჩიძე, "ნაციონალური მოძრაობა":

"დღეს, სპორტის სასახლეში, "ნაციონალები" ვიკრიბებით.

პრაქტიკულად სამეცნიერო ფორუმია.

უნდა დავამტკიცოთ, რომ არ "გადავშენებულვართ" და პირიქით - ვიზრდებით და ვვითარდებით", - წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს