ვლადიმერ პუტინი ქართველ ხალხს 9 მაისს ულოცავს

ვლადიმერ პუტინი ქართველ ხალხს 9 მაისს ულოცავს

ჩვენ გულწრფელად ვისწრაფვით, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირები ნაყოფიერად განვითარდეს, გამდიდრდეს ახალი საქმეებით, იდეებითა და გეგმებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქართველი ხალხისა და დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილშია ნათქვამი.

ინფორმაციას "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი ავრცელებს.

"რია ნოვოსტის" ქართული პრესცენტრის ინფორმაცით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქართველ ხალხსა და დიდი სამამულო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს ულოცავს.

"ძვირფასო ვეტერანებო! ძვირფასო, საქართველოს მოქალაქეებო! სულითა და გულით გილოცავთ დიადი გამარჯვების 69 წლის იუბილეს. ჩვენი მამებისა და პაპების უკვდავი გმირობა, რომელთაც სამშობლო და მომავალი თაობებისთვის მშვიდობა სასტიკ, სისხლიან ომში დაიცვეს, გმირული და ურყევი თავფურცელია რუსეთ-საქართველოს ერთიან ისტორიაში", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის წერილში.

ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, მრავალსაუკუნოვანი კავშირი, კულტურული და სულიერი სიახლოვე, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ტრადიციები დღეს უმნიშვნელოვანესი საწინდარია რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლობის აღსადგენად.

"ამ საზეიმო დღეს დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ, საქართველოს ყველა მოქალაქეს კი მშვიდობასა და აყვავებას", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის წერილში.

"რია ნოვოსტი"

"ყველას, ვინც გამომწვევად ამბობს, რომ კანონს არ დაემორჩილება, პოლიცია გასცემს პასუხს" - გიორგი გახარია

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!" - გახარიას პასუხი ანდრიუს კუბილიუსის წერილზე

LIVE: "360 გრადუსი" - სერგო რატიანი, ანა დოლიძე, გია გაჩეჩილაძე