ხადას ხეობის შვიდი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ხადას ხეობის შვიდი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა დუშეთის რაიონის, ხადას ხეობის შვიდი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. ძლიერი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა საავტომობილო გზებზეც. სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი ქოშეთი დააზარალა, სადაც იანტლოს ადიდებულმა ხევმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურდა ნათესები.

"ქოშეთში ალბათ გამტარია ძალიან წვრილი, რომელსაც სჭირდება ხიდის კონსტრუქციის მოწყობა, ყველა წვიმაზე რომ ანალოგიური მდგომარეობა არ მოხდეს და ეს ჩამოტანილი მასა როგორმე რომ გაატაროს", - განუცხადა მცხეთა -მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა.

პრობლემებია გუდამაყარში და მლეთაშიც, სადაც არაგვი ადიდდა და წყალი სახლებში შევიდა. ადიდებული მდინარე ზემო მლეთის მოსახლეობას დატბორვის საშიშროებას უქმნის.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა