კარგი ხარისხის ყავის მარცვლები ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მისგან კარგ სასმელს მოამზადებთ. იმისათვის, რომ ყავა მაქსიმალურად არომატული და გემრიელი გამოგივიდეთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ.
1. სუფთა წყალი
გემრიელი ყავისთვის იდეალურად სუფთა წყალია საჭირო. ონკანიდან მომავალი წყალი ხშირად არ არის ასეთი.
2. არ იჩქაროთ
თუ ყავას ჯეზვეში ადუღებთ, ყოველთვის ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგით. ყავა ნელა და დიდხანს უნდა იხარშებოდეს, აქ აჩქარება არაფერს გარგებთ.
3. ვიწროყელიანი ჯეზვე
თუ გემრიელი ყავის მოხარშვა გინდათ, ვიწყოყელიანი ჯეზვე გამოიყენეთ.
4. მარილი
დაამატეთ მარილი. დიახ, მარილი. მაგრამ მთელი კოვზი კი არა, 2-3 საშუალო ზომის კრისტალი საკმარისია. მისი გემო არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ სამაგიეროდ, ყავის არომატს გაამძაფრებს.
5.ჯანჯაფილი
ჩაამატეთ სულ ცოტა, მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი. განსხვავებას ნამდვილად იგრძნობთ. მარილიც და ჯანჯაფილიც წყლის დასხმამდე უნდა შეურიოთ ყავას.