რა ეტაპებს გადის ნამდვილი სიყვარული

რა ეტაპებს გადის ნამდვილი სიყვარული

წარმოგიდგენთ 7 ეტაპს ურთიერთობაში, რომელიც გაჩვენებთ, რომ ნამდვილი სიყვარული დროსთან ერთად მოდის.

1. ტკბილი ეტაპი

"დაშაქრული" პერიოდი დაახლოებით 18 თვე გრძელდება. როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონებს, რომელიც ადამიანს ეხმარება, დაინახოს სამყარო ნათელ ფერებში. ამ დროს მათ ყველაფერი აოცებთ პარტნიორში. ასეთ დროს ისინი თავს გრძნობენ ისე, თითქოს ნარკოტიკების გავლენის ქვეშ იყვნენ. ამიტომ არ ღირს, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებები მიიღოთ...

2. გადატვირთვის პერიოდი

ამ დროს თქვენ საღად აფასებთ თქვენს ურთიერთობებს თქვენს პარტნიორთან - ზღვა გრძნობები მშვიდდება და თქვენ თანდათან ეჩვევით ერთმანეთს. ეს აისახება თქვენს საქციელზეც - იქცევით უფრო თავისუფლად და ბუნებრივად.

3. ზიზღის პერიოდი

ნებისმიერი ურთიერთობა ამ ეტაპის გარეშე წარმოუდგენელია. ჩხუბი და ერთმანეთის ნაკლის გამოვლენა ამ ეტაპისთვის დამახასიათებელია. ამ დროს გეჩვენებათ, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი თქვენს პარტნიორთან დაშორებაა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დაშორების შემდეგ თქვენ დაგიდგებათ ”ტკბობის” ეტაპი, ოღონდ სხვა ადამიანთან და იგივე გზის გავლა იმასთანაც მოგიწევთ...

4. მოთმინების ეტაპი

ამ პერიოდში პარტნიორები იძენენ სიბრძნეს - ჩხუბს აღარ აქვს დრამატული ხასიათი... ამ დროს ორივემ იცით, რომ ჩხუბი დამთავრდება, მაგრამ ურთიერთობის გაგრძელება უფრო მნიშვნელოვანია. თუკი ორივე პარტნიორი აკეთებს ყველაფერს, რომ მოთმინება განავითაროს, წლებთან ერთად ურთიერთობებში მეტი სიბრძნე მოდის.

5. მოვალეობისა და პატივისცემის ეტაპი

ეს ჭეშმარიტი სიყვარულის პირველი ეტაპია - ამ ეტაპამდე თქვენ სიყვარული არ გქონიათ. პარტნიორები იწყებენ მათი მოვალეობების გაგებას, ფიქრს არა იმაზე, რა უნდა გაუკეთოს მეორე ნახევარმა, არამედ იმაზე, თვითონ რა გააკეთოს მისთვის.

6. მეგობრობის ეტაპი

ამ პერიოდში პარტნიორები ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები ხდებიან, ისინი ენდობიან ერთმანეთს ისე, როგორც საუკეთესო მეგობრებს. მეგობრობის ეტაპი გზას ხსნის ნამდვილი სიყვარულისკენ

7. ნამდვილი სიყვარულის ეტაპი

ნამდვილი სიყვარული ეს არ არის ციდან უეცრად ჩამოვარდნილი რამ, როგორც ბევრს ჰგონია.  ნამდვილი და "ზრდასრული" სიყვარულის დროს ადამიანი მწიფდება და უარს ამბობს ეგოიზმსა და სხვის განსჯაზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს