რომელ ინიციატივას უწონებს ხელისუფლებას თამარ ჩერგოლეიშვილი

რომელ ინიციატივას უწონებს ხელისუფლებას თამარ ჩერგოლეიშვილი

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი ხელისუფლებას ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების ინიციატივას უწონებს.

"მე, როგორც ამ ხელისუფლების არაკომპეტენტურობაში დარწმუნებულს, ძალიან მიხარია, სავალდებულო დაზღვევა რომ შემოაქვს მანქანებისთვის.

საწვავის გაიაფების ნაცვლად, ახალი ხარჯი მძღოლებს.

მალე გაისტუმრებენ "სახლში"", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

საქართველოში ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. როდის იქცევა ის კანონად, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარია, როგორ აისახება ეს ავტომფლობელთა ჯიბეზე და რა რეგულაციებს შემოიღებს დაზარალებულსა და მზღვეველს შორის.

როგორც სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, საქართველოში ამ კანონისთვის პირველად მოხდება დაზღვევის ტარიფის პროფესიონალური გაანგარიშება. პროცესში ჩართული იქნებიან ქართველი მათემატიკოსები, უცხოელი ექსპერტები და შეჯამების შედეგად ოპტიმალური სატარიფო ფორმულა ჩამოყალიბდება.

ავტომფლობელთა პასუხიმგებლობის დაზღვევა თითქმის მთელ მსოფლიოში სავალდებულოა. მაგალითად, შვეიცარიაში ამ კატეგორიის დაზღვევა ჯერ კიდევ 1910 წლიდან მოქმედებს. ევროინტეგრაციის მოსურნე საქართველოს, ამგვარი კანონის მიღებას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევისას ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.

იხილეთ ასევე: მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა - ახალი, აუცილებელი ხარჯი ავტომფლობელთათვის

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს