სიცოცხლისთვის საშიში სკოლა

სიცოცხლისთვის საშიში სკოლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს სკოლის ეზოში არსებული კონსტრუქცია ინგრევა და 112 მოსწავლის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. პედაგოგების განცხადებით, შენობის დემონტაჟი აუცილებელია.

"შენობა არის ავარიული. საძირკველი ნახევარზე დასულია, კედლები კი ზევიდან ინგრევა. ჩვენ ბავშვებს ვაფრთხილებთ, მორიგეებიც გვყავს, მაგრამ ბავშვების შეკავება მაინც ძნელია", - აცხადებენ პედაგოგები.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლებიც ბინადრობენ. სკოლის მოსწავლეების მშობლები პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვენ.

წყარო: heretifm.com

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა