''ისეთი სამოსი მოირგეთ, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს ქალის სილუეტს''

''ისეთი სამოსი მოირგეთ, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს ქალის სილუეტს''

23 წლის თაკო დვალიშვილს ხატვა ბავშვობიდან უყვარდა და პატარაობიდანვე თოჯინებს კაბებს უკერავდა. თინეიჯერობის ასაკში სერიოზულად დაინტერესდა დიზაინით, აგროვებდა მოდის ჟურნალებსა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მაგრამ რეალურად სულ სხვა პროფესიას დაეუფლა.…

- პროფესიით იურისტი ვარ. როგორც ხდება ხოლმე, ამ ფაკულტეტზე ოჯახის წევრების სურვილით ჩავაბარე, მაგრამ ყოველთვის მოდა და დიზაინი მაინტერესებდა. ვეცნობოდი მოდის ჟურნალებს, ვაგროვებდი ინფორმაციას, რაც ჩემი შემოქმედებითი სტილის ჩამოყალიბებაში დამეხმარა. გავაცნობიერე, რომ დიზაინი იყო ის საქმე, რომლის კეთებაც მსურდა. შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი დიზაინერი ვარ. 22 წლის ასაკში პირველი კოლექციის მუზა მომივიდა და დავიწყე დაგეგმარება, ჩვენებისთვის კი ვგრძნობდი, მზად არ ვიყავი.

პირველი ნამუშევრები ისე სწრაფად გაიყიდა, მეც გაოცებული დავრჩი, ერთ-ერთმა ონლაინმომხმარებელმა ჩემი ნამუშევრები გერმანიაში წაიღო და დღესაც იქაურ ბუტიკში იყიდება. ამის შემდეგ მეორე კოლექციაზე კიდევ უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი და მუშაობა, ნანუკა ჟორჟოლიანს მოეწონა ჩემი სტილი და შემომთავაზა, რომ მის საეთერო ჩაცმულობაზე მეზრუნა. საერთოდ, ნანუკა ფრთხილად ირჩევს ხოლმე დიზაინერებს და მოხარული დავრჩი, რომ ჩემით დაინტერესდა.

ძალიან რთულია ისეთი კოლექციის გაკეთება, რომელიც კრეატიულიც იქნება და კომერციულიც, თუმცა მუშაობის პროცესი მომწონს. ახლა ჩემს მეგობართან, დიზაინერ ლანა ურიათმყოფელთან ერთად, რომელიც საქართველოში არ მოღვაწეობს, გადავწყვიტე მაღაზიის გახსნა, სადაც ჩვენს ერთობლივ კოლექციას გავყიდით. ამჯერად ამით ვარ დაკავებული და მოდის კვირეულისთვის ვერ მოვიცალე, თუმცა იმედია, შემოდგომაზე მე და ლანა ერთობლივ კოლექციას წარვადგენთ.

- ახლა უშუალოდ ტენდენციებზე ვისაუბროთ.

- წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში ძალიან აქტუალურია ბუნებით შთაგონებული პრინტი, სიმწვანე, მცენარეები, ფერადი ყვავილები ქმნის დახვეწილ, ქალურ სილუეტს, ასევე მოდაშია მაქმანი, გიპიური. ისე, ამ სეზონის ტენდენციებს 60-იანი წლების გავლენა ეტყობა. გირჩევთ, ისეთი სამოსი მოირგოთ, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს ქალის სილუეტს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს