ტელეფონი რომ არსად დაგრჩეთ - რჩევები სმარტფონების დაბნეულ მფლობელებს

ტელეფონი რომ არსად დაგრჩეთ - რჩევები სმარტფონების დაბნეულ მფლობელებს

სტატისტიკური მონაცებით, ერთ წელიწადში 4 მილიონამდე ამერიკელი ძვირფას ტელეფონს კარგავს. აღმოჩნდა, რომ შემთხვევათა 70% პატრონის დაუდევრობის ბრალია. მხოლოდ დაკარგული ტელეფონების 18%-ს იპარავენ ჯიბის ქურდები.

წინასწარ არავინ იცის სად და რა ვითარებაში დაკარგავს ტელეფონს, თუმცა სიეტლის მოცემთა დაცვის კომპანია Mozy-მ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გარკვეული რისკების ჩამონათვალი მაინც დაადგინა.

თურმე ტელეფონების უმრავლესობა პიკის საათებში, სახლიდან სამსახურამდე გზის გავლისას "ქრება". ეს დროა დილის 8-დან 9 საათამდე პერიოდი, საღამოს კი იგივე დანაკარის რისკი 18 საათიდან 20 საათამდე მატულობს, როცა ადამიანები სამუშაოდან შინ ბრუნდებიან.

სმარტფონების დაკარგვის ყველაზე მაღალი ალბათობა ივლისსა და დეკემბერში ყოფილა. კვირის დღეებიდან კი იგივე რისკი პარასკევს და შაბათს მატულობს.

სმარტფონების დაბნეული მფლობელთათვის ყველაზე სახიფათო ადგილებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აეროპორტი, თვითმფრინავი, რესტორნები და ბარები, მაღაზია, სკოლა და სკვერი. თუ სმარტფონიანი ადამიანი მანქანასაც მართავს, დიდი შანსია ტელეფონი მანქანის სახურავზე ან კაპოტზე დარჩეს.

მომზადებულია isra.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს