სად არის "ტრან­ს­გენ­დერ­თა მე­ქა" და რო­გორია მათი ყოველდღიური ცხოვრება

 სად არის "ტრან­ს­გენ­დერ­თა მე­ქა" და რო­გორია მათი ყოველდღიური ცხოვრება

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ტრან­ს­გენ­დე­რი ტა­ი­ლან­დ­ში ცხოვ­რობს. რა არის ეს - მო­და, აკ­ვი­ა­ტე­ბა თუ სხვა რამ? ცნე­ბა - "მე­სა­მე სქე­სი" ზო­გი­ერთ აზი­ურ ქვე­ყა­ნა­ში უძ­ვე­ლე­სი ეპო­სი­დან იღებს სა­თა­ვეს. ძვე­ლად თვლიდ­ნენ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ერ­თ­გ­ვა­რი შუ­ა­მა­ვა­ლი იყო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სუ­ლე­ბის სამ­ყა­როს შო­რის. ინ­დო­ეთ­ში, ბან­გ­ლა­დეშ­სა და პა­კის­ტან­ში არ­სე­ბობს "მე­სა­მე სქე­სის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა - ე.წ. ხი­ჯე­რე­ბის კას­ტა და მას­ში ინ­ტერ­სექ­სუ­ა­ლე­ბი, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი და ტრან­ს­გენ­დე­რე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ისი­ნი ქა­ლის ტან­საც­მელს იც­ვა­მენ, შე­სა­ბა­მი­სად იქ­ცე­ვი­ან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რე­ბი არი­ან.

ტა­ი­ლან­დ­ში ტრან­ს­გენ­დერ­თა მი­მართ ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­თი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა. სქე­სის შეც­ვ­ლის შემ­დე­გაც ისი­ნი პას­პორ­ტით კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მა­მა­კა­ცე­ბად რჩე­ბი­ან, რაც პრობ­ლე­მას უქ­მ­ნით დამ­საქ­მე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში სრულ­ყო­ფილ გა­ნათ­ლე­ბა­საც არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან, პროს­ტი­ტუ­ცი­ით და­კავ­დ­ნენ ან უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, რეს­ტორ­ნებ­სა და ბა­რებ­ში იმუ­შა­ონ.

თუმ­ცა ყვე­ლა ბა­რიც რო­დი სწყა­ლობს კა­ტო­ი­ებს (ა­სე უწო­დე­ბენ ტა­ი­ლან­დე­ლე­ბი ტრან­ს­გენ­დე­რებს). ჩას­ცა­დე გა­მო­ნაკ­ლი­სია. მას­ში 45 კა­ტოი მუ­შა­ობს. ისი­ნი ცეკ­ვა­ვენ, შემ­დეგ მა­გი­დებ­თან კლი­ენ­ტებ­თან ჩა­დი­ან და ინ­ტი­მურ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. მაგ­რამ თუ ამ დროს პო­ლი­ცია მათ კვარ­ტალს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სიგ­ნა­ლის გა­გო­ნე­ბის შემ­დეგ, ცდი­ლო­ბენ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ი­მო­სონ. თუ სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებ­მა ინ­ტი­მუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­სას შე­უს­წ­რეს, კა­ტო­ი­ებს მკაც­რი სას­ჯე­ლი არ ას­ც­დე­ბათ: ტა­ი­ლან­დ­ში პროს­ტი­ტუ­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად აკ­რ­ძა­ლუ­ლი­ა(!)...

პირ­ვე­ლად სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცია ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში გა­ა­კე­თეს. დღეს მა­მა­კა­ცის სას­ქე­სო ორ­გა­ნოს მო­შო­რე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა: ოპე­რა­ცია 7-დან 10 ათას დო­ლა­რამ­დე ღირს. 2-დან 4 ათას დო­ლა­რამ­დე შე­ად­გენს მკერ­დის იმ­პ­ლან­ტან­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

ტა­ი­ლან­დ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ბუ­დიზ­მის მიმ­დე­ვა­რია. ბუ­დისტ ბე­რებს ღრმად სწამთ, რომ მსგავ­სი რამ ადა­მი­ან­ში მის წი­ნა ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხ­დარ კარ­მულ დარ­ღ­ვე­ვებ­ზე მი­უ­თი­თებს და ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი სას­ჯე­ლია. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, მი­ი­ღონ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­თე­ბად, რო­გო­რე­ბიც არი­ან.

სულ სხვა მიდ­გო­მას იჩე­ნენ ტა­ი­ლან­დე­ლე­ბი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის მი­მართ. 2002 წლამ­დე ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი და ერ­თ­ს­ქე­სი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და მას უკ­ვე აღარ მი­იჩ­ნე­ვენ ფსი­ქი­კურ გა­დახ­რად, ოღონდ ტა­ი­ლან­დი კრძა­ლავს ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას.

ტა­ი­ლან­დის ზოგ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ტრან­ს­გენ­დე­რე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბია. სქე­სის გან­საზღ­ვ­რა­ზე ზრუნ­ვა სკო­ლის ასა­კი­დან იწყე­ბა, ხო­ლო აფ­თი­აქ­ში ურე­ცეპ­ტოდ შე­იძ­ლე­ბა ჰორ­მო­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის შე­ძე­ნა: ბი­ჭუ­ნე­ბი მათ მოხ­მა­რე­ბას სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში იწყე­ბენ.

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ტა­ი­ლან­დე­ლი ტრან­ს­გენ­დე­რი - ყო­ფი­ლი მოკ­რი­ვე ნონგ თხუ­მია. მას­ზე 2003 წელს ფილ­მიც გა­და­ი­ღეს სა­ხელ­წო­დე­ბით - "მშვე­ნი­ე­რი მოკ­რი­ვე". ტა­ი­ლან­დ­ში სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთხი­დან მი­ე­მარ­თე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ბრა­ზი­ლი­ა­ში ტარ­დე­ბა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი ტრან­ს­გენ­დერ­თა შო­რის; ამ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულს სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცი­ის მიზ­ნით ტა­ი­ლან­დ­ში გზავ­ნი­ან.

ასე მო­იქ­ცა პო­ლო­ნე­ლი კშიშ­ტო­ფიც. ტა­ი­ლან­დ­ში სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცია ჩა­ი­ტა­რა, შემ­დეგ სა­ხე­ლი და გვა­რი გა­მო­იც­ვა­ლა და სამ­შობ­ლო­ში სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში დე­პუ­ტა­ტო­ბა­ზე იყა­რა კენ­ჭი. დღეს ანა გროდ­კა პო­ლო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტ­ში მა­რი­ხუ­ა­ნი­სა და ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­სა­კა­ნო­ნებ­ლად იბ­რ­ძ­ვის. პე­ტერ­ბურ­გ­ში კი "გეი-ტაქ­სი" გა­მოჩ­ნ­და - მას არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მძღო­ლი მარ­თავს და მხო­ლოდ ლგბტ პი­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

Pernod Ri­card კი ალ­კო­ჰო­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნიაა, რო­მე­ლიც არ­ყის - "აბ­სო­ლუ­ტის" რეკ­ლა­მას სექ­სუ­ალურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა მხარ­და­სა­ჭე­რად ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რებ­ში წარ­მო­ად­გენს.

შე­საძ­ლოა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ევ­რო­პე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც არ არის ბო­ლომ­დე მზად, მი­ი­ღოს ტრან­ს­გენ­დე­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის უამ­რავ მითს ქმნის ტა­ი­ლან­დელ კა­ტო­ი­ზე, მა­გა­ლი­თად: ღა­რი­ბი ტა­ი­ლან­დე­ლე­ბი ვა­ჟებს ყი­დი­ან; მე­რე მათ უკეთ­დე­ბათ სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცია, რის შემ­დე­გაც პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ებ­მე­ბი­ა­ნო. ან კი­დევ: ტრან­ს­გენ­დე­რე­ბი მხო­ლოდ 35 წლამ­დე ცოცხ­ლო­ბენ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ჰორ­მო­ნე­ბის მი­ღე­ბა უწევთ, რად­გა­ნაც მა­მა­კა­ცუ­რი საწყი­სი, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი უდი­დე­სი ძა­ლის­ხ­მე­ვი­სა, მა­ინც ცდი­ლობს გა­მო­აღ­წი­ოს და ქა­ლუ­რი საწყი­სი და­ჯაბ­ნო­სო.

2003 წელს ავ­ს­ტ­რა­ლი­ამ და­ა­კა­ნო­ნა, მაგ­რამ შემ­დეგ, მა­ლე­ვე აკ­რ­ძა­ლა ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა.

დღეს თბი­ლის­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა ან­ტი­დის­კ­რი­მინა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნია, ჩე­მი "ფე­ის­ბუკ-მო­ნი­ტო­რის" თე­მაც - ამ კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა და მომ­ხ­რე­თა ჭი­დი­ლი, ხო­ლო ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სიტყ­ვა - "ტრან­ს­გენ­დე­რი". ამი­ტო­მაც მი­ვაპყა­რი მზე­რა ქვე­ყა­ნას, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ტრან­ს­გენ­დე­რი ცხოვ­რობს.

115 ხმით არც ერ­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ - 2014 წლის 2 მა­ისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა ან­ტი­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რი­თაც მთე­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რის­ხ­ვა გა­მო­იწ­ვია. ქარ­თულ მე­დი­ა­ში გაჩ­ნ­და ჰედ­ლა­ი­ნე­ბი: "ეკ­ლე­სი­ამ ბრძო­ლა წა­ა­გო, თუმ­ცა არა ომი". და ა.შ. არა მგო­ნია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ­ლის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა­საც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა შე­უწყო ხე­ლი, იოლად და­აღ­წი­ოს თა­ვი მის რის­ხ­ვას.

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს