ვერძი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. პროექტებისა და გეგმების განსახილველად. დღეს დაწყებული საქმეები მომავალში წარმატებას მოგიტანთ. ამიტომ, ნუ დაკარგავთ დღევანდელ დღეს უქმად.
კურო
შეძლებისდაგვარად გადადეთ საქმიანი შეხვედრები და კონტაქტები. ზედმეტად ემოციური ხართ და ეცადეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების რჩევებისადმი.
ტყუპი
მაქსიმალურად ყურადღებით განვლეთ ეს დღე. მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ზედმეტად გაღიზიანებული იქნებით და ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას ახლობლებთან. გაფრთხილდით, ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმეებში.
კირჩხიბი
კარგი დღეა პროფესიონალური საკითხების მოსაგვარებლად. გაგიმძაფრდებათ სიყვარულისა და ყურადღების გრძნობა გარშემო მყოფებისადმი. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა.
ლომი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, პროექტების განსახილველად, მაგრამ ყურადღებით იმოქმედეთ, დღეს დაშვებული შეცდომა მომავალში ცუდ გამოხმაურებას ჰპოვებს. აგრეთვე გაფრთხილდით, თქვენმა ნათქვამმა გარშემო მყოფებს გული არ ატკინოს.
ქალწული
მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. გაფრთხილდით, ნუ გაანაწყენებთ მეგობრებს, თორემ მათი შემორიგება გაგიჭირდებათ. აგრეთვე გაფრთხილება გმართებთ, რადგან ტრავმული დღეა.