ხაჩიძის უწმაწური და დამამცირებელი ხუმრობები ოლანდის დახვერაზე: "ნორმალური თეთრეული გაქვთ თუ დავტრიალდე?!"

ხაჩიძის უწმაწური და დამამცირებელი ხუმრობები ოლანდის დახვერაზე: "ნორმალური თეთრეული გაქვთ თუ დავტრიალდე?!"

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის საქართველოში ვიზიტი მისი ჩამოსვლისთანავე სკანდალურად დაიწყო. ხმაური გამოიწვია იმ კადრებმა, რომელიც პრეზიდენტის ჩამოსვლიდან რამდენიმე წუთში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიაიპი ნაწილში გაიმართა, სადაც ოლანდს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე მასპინძლობდა.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა აეროპორტის ვიაიპი ნაწილში შედგა, გარემო, რომელშიც ფანჯიკიძემ ოლანდს უმასპინძლა, ზედმეტად მოკრძალებულად მიიჩნიეს ინტერნეტ-აუდიტორიაში.

Facebook-ის ბევრ მომხმარებელთან ერთად ცინიკურ რეპლიკებს აკეთებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გოგა ხაჩიძეც, რომელმაც ამ თემაზე სტატუსების ერთგვარი ციკლი შესთავაზა აუდიტორიას.

"პროტოკოლი გვაქვს, ცრემლს მოგადენს", - ასე დაიწყო ხაჩიძის გამოხმაურება, რასაც დეპუტატმა კიდევ უფრო მძაფრი შეფასებები მოაყოლა:

"ბლნ, სამფეხა სკამები რატომ არაა?"

"შინაური "ვიშნიოვკა" დაუდგეს?"

"სასტუმროში რომ შემოვდიოდით, მარკეტს მოვკარი თვალი. მიდი რა ჩაირბინე და "კალბასი" და პური ამომიტანე, თორემ მომკლეს მშიერი" - ფრანსუა ოლანდი - პრადი დაცვის წევრს".

"არ მოგერიდოთ, ფრანსუა ოლანდისთვის ნორმალური თეთრეული გაქვთ თუ დავტრიალდე?!...", - წერს ხაჩიძე.

კადრს, რომელიც ფანჯიკიძისა და ოლანდის შეხვედრას ასახავს, ძალიან მალევე სხვადასხვა ფოტოშაჟიც მოჰყვა, რომლიდანაც ყველაზე დიდი რეზონანსი ამ ფოტომ გამოიწვია:

ფოტოშარჟი:

ორიგინალი კადრი:

ასევე დაგაინტერესებთ: მაია ფანჯიკიძის მოკრძალებული "სადილი" საფრანგეთის პრეზიდენტს - რითი გაუმასპინძლდნენ ფრანსუა ოლანდს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა