"იმერლიშვილის დას იმ "დაწყევლილ" დეკემბრის თვეში, 14,278 ლარი ხელფასი აუღია", - გოგა ხაჩიძე

"იმერლიშვილის დას იმ "დაწყევლილ" დეკემბრის თვეში, 14,278 ლარი ხელფასი აუღია", - გოგა ხაჩიძე

საპარლამენტო უმირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის დის ხელფასს ასაჯაროვებს. იმერლიშვილის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმ თანამშრომელთა სიაში მოხვდა, რომლებმაც 2013 წლის დეკემბერში მაღალი ანაზღაურება მიიღეს.

"ირინა იმერლიშვილის დას - სოფიო იმერლიშვილს, იმ "დაწყევლილ" დეკემბრის თვეში, 14, 278 ლარი ხელფასი აუღია.

გილოცავთ, ქ-ნო ირინა! ღმერთმა ბარაქა მოგცეთ...", - წერს ხაჩიძე.

ხაჩიძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 10 ათასიდან 40 ათასამდე ლარის ოდენობის ხელფასები აიღეს. "ნაცმოძრაობის" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ხელფასი 2013 წლის 20 დეკემბერსაა გაცემული. იგი აღნიშნულ ანაზღაურებას, 17 დეკემბერს, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც, იგი ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ბრძანებით, საკნიდან გაიყვანეს.

"17 დეკემბერს, ფარცხალაძემ მერაბიშვილი გაიყვანა საკნიდან. ამ ხელფასებით ხომ არ არის ნაყიდი თანამშრომლების დუმილი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე გადავუგზავნეთ საპროტესტო წერილი, რომ დეპარტამენტში პასუხი არ მოგვცეს", - განაცადა ნადირაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს