რომელი პროდუქტი ანაცვლებს ყავას?

რომელი პროდუქტი ანაცვლებს ყავას?

ყავა და ენერგეტიკული სასმელები დიდი ხანია ჩვენი "საუკეთესო მეგობრები" არიან. თუმცა, მათ ორგანიზმისთვის სარგებელი ყოველთვის არ მოაქვთ. წარმოგიდგენთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც წარმატებით ანაცვლებენ ყავას.

1. მწვანე ჩაი - ის შეიცავს ტანინებს, რომელიც ააქტიურებს ტვინის მუშაობას. ამასთან, მწვანე ჩაი ყავაზე მეტ კოფეინს და კატეხინს შეცავს, თუმცა, უფრო მსუბუქად მოქმედებს. 1 ჭიქა მწვანე ჩაის მოქმედება გრძელდება ნახევარი დღის განმავლობაში და არასდროს იწვევს მეტისმეტ აღგზნებას.

2. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მეორე ადგილი უჭირავს მჭლე ძროხის ხორცს, ასევე წიწილს და ინდაურის ხორცს. ასეთ ხორცში შედის ბევრი ცილა და ამინომჟავა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლში დოფამინის და ნორადრენალინის დონეზე. ეს ჰორმონები კი გვეხმარება, ვიყოთ უფრო მხნედ. თუკი კვირაში 3-ჯერ 150 გრ მჭლე ხორცს მივიღებთ, ეს სისხლში რკინის დონეს გაზრდის.

3. შავი მწარე შოკოლადი აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას. ამ მხრივ, 40 გრ. შავი შოკოლადი 200 გრ. წითელ ღვინოს უდრის. ტვინის მუშაობის აქტივაციისთვის შესაძლებელია ასევე კაკაოს მიღება (კაკაო წნევას დაბლა წევს, ყავისგან განსხვავებით).

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს