"აღარ არის განცდა, რომ ამ ქალაქში დირექტორი პოლიციაა!" - ნანუკა ჟორჟოლიანი მამუკა ხერხეულიძის დაჭრას ეხმაურება

"აღარ არის განცდა, რომ ამ ქალაქში დირექტორი პოლიციაა!" - ნანუკა ჟორჟოლიანი მამუკა ხერხეულიძის დაჭრას ეხმაურება

თბილისში მწერალი, ჟურნალისტი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს. შემთხვევა პეტრიაშვილის ქუჩაზე, კაფე "ანტრეში" მოხდა. მამუკა ხერხეულიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდარს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება, რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნავს ქალაქში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას, და Facebook-ზე წერს:

"ანტრეში, იმის გარდა რომ პრეზიდენტები დადიან თურმე, ამ დროს სხედან ბავშვები! როგორც წესი. იქ სროლების გამართვა, დღისით, მზისით არის ქუჩა Welcome! კი არავის ვეჯინებოდი რომ ვამბობდი 90 ანი წლები დაბრუნდებათქო. ამას ვგულისხმობდი.!

აღარაა განცდა რომ ამ ქალაქში დირექტორი პოლიციაა! მკვლელობისთვის დაკავებულებს ციხეებიდან უშვებენ. წითელ ხიდზე მომხდარ ფაქტს ვგულისხმობ. მერაბ კალანდაძის მკვლელები გამოუშვეს:( მოკლედ ...! რაღაცეების პოლიტიზება კი მოხდა მაგრამ ამ დროს საქმე დაუსჯელობის განცდაშია".

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ ესროლა მამუკა ხერხეულიძეს ქალაქის ცენტრში - თვითმხილველები დაჭრის დეტალებზე (+ 4ფოტო)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს