სენსაცია - ჰაიტის სანაპიროებთან ქრისტეფორე კოლუმბის გემს მიაგნეს

სენსაცია - ჰაიტის სანაპიროებთან ქრისტეფორე კოლუმბის გემს მიაგნეს

ამერიკელი წყალქვეშა მკვლევარების ჯგუფმა ხომალდ "სანტა მარიას" მიაგნო, რომლითაც ქრისტეფორე კოლუმბმა 1492 წელს ამერიკის კონტინენტი აღმოაჩინა.

ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბარი კლიფორდმა განაცხადა, რომ მათ ჰაიტის ჩრდილოეთ სანაპიროებთან ქრისტეფორე კოლუმბის ლეგენდარულ ხომალდს, "სანტა-მარიას" მიაგნეს.

კლიფორდმა "სანტა-მარიას" ნარჩენებს იმ ადგილას მიაგნო, სადაც 500-ზე მეტი წლის წინ კოლუმბის ხომალდი რიფზე "შეჯდა". ხომალდი ჰაიტის ჩრდილოეთ სანაპიროზე, 5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

თავისი აღმოჩენის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად კლიფორდს ის არგუმენტი მოჰყავს, რომ ხომალდზე XV საუკუნის ზარბაზანი მდებარეობს.

იმისთვის, რომ არქეოლოგებმა შეძლონ ექსპერტიზის ჩატარება და კლიფორდის ვერსიის დადასტურება, საჭიროა ხომალდის ხმელეთზე ამოტანა. როგორც კლიფორდი აცხადებს, ხომალდის დიდი ნაწილი შემონახულია.

ნარჩენების სამომავლო კვლევა ჰაიტის ხელისუფლებისა და ტელეარხ History Channel-ის მხარდაჭერით განხორციელდება. ტელეარხი აღმოჩენის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.

შეგახსენებთ, რომ "სანტა-მარია" ჰაიტის ნაპირებთან 1492 წლის შობას ჩაიძირა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს