საბავშვო ბაღში დაკიდებული ბუშტები 41 ნომრით "მადლობის ნიშნად"

საბავშვო ბაღში დაკიდებული ბუშტები 41 ნომრით "მადლობის ნიშნად"

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #9 საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და მის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ. მისულ სტუმრებს, ერთი-ერთი ოთახი "ქართული ოცნების" საარჩევნო ატრიბუტიკით მორთული დახვდათ - ოთახში ლურჯი ფერის ბუშტები ეკიდა, რომელსაც კოალიციის საარჩევნო ნომერიც ეწერა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ავთანდილ სურგულაძე ამბობს, რომ ბუშტები რამდენიმე წუთით დაკიდეს: "რომ მივედით, დაგვხვდა. ვუთხარით, რომ არ შეიძლებოდა და იმ წამსვე ჩამოხსნეს" - განაცხადა სურგულაძემ.

#9 საბავშვო ბაღის გამგის, ვერა ვასაძის თქმით კი,  41- ნომრიანი ბუშტების დაკიდების გამო ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირდა: "რა მოხდა ისეთი, რომ ამხელა აჟიოტაჟი ატეხეთ. არაფრიდან ნუ ქმნით ასეთ ამბავს. პედაგოგმა დაკიდა. სახლში ჰქონია და მოიტანა. მე არც კი ვიცოდი, როცა დარბაზში შევედი, დამხვდა" - აღნიშნა ვასაძემ.

პედაგოგი, რომელმაც ოთახში საარჩევნო ატრიბუტიკის შემცველი ბუშტები დაკიდა, ნანა კობალავაა. ის "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს მადლობის ნიშნად გააკეთა.

"არაფერი ისეთი არ მომხდარა. არ ვიცოდი, თუ დარღვევა იყო. ბუშტები მადლობის ნიშნად დავკიდე, ასეთი კარგი საქმე რომ გაგვიკეთეს" - განმარტავს კობალავა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა