2014 წლის 50 ყველაზე სასარგებლო ჩვევა

2014 წლის 50 ყველაზე სასარგებლო ჩვევა

1. დაიწყეთ დღე ღიმილით. არაფერი ასე არ მოქმედებს პოზიტიურ განწყობაზე.

2. დალიეთ ყოველი საუზმის წინ ერთი ჭიქა წყალი.

3. დაიწყეთ სირბილი.

4. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე.

5. ისწავლეთ დღის დაგეგმვა.

6. ყოველდღიურად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.

7. იფიქრეთ პოზიტიურად.

8. გაიმართეთ წელში და ისე იარეთ.

9. აკეთეთ დილის ვარჯიშები.

10. იკვებეთ მოწესრიგებულად: 4-5 ჯერ დღეში ერთსა და იმავე დროს.

11. დაივიწყეთ ლიფტი. იარეთ კიბეზე ფეხით.

12. დილაობით მიიღეთ კონტრასტული შხაპი – ეს გამოფხიზლებაში უფრო უკეთ დაგეხმარებათ, ვიდრე ერთი ფინჯანი ყავა.

13. გამოიძინეთ. მიეჩვიეთ დაწვეთ და ადგეთ ერთსა და იმავე დროს.

14. მოიწყვეთ ყოველდღიური სეირნობა სუფთა ჰაერზე.

15. მოიმზადეთ წინასწარ მეორე დღის ტანისამოსი.

16. წელიწადში ერთხელ გაიარეთ საერთო სამედიცინო გამოკვლევა.

17. ყოველთვის მაშინვე ჩაინიშნეთ საინტერესო აზრები და სასარგებლო იდეები, რაც თავში მოგივათ.

18. სვით საკმარისი რაოდენობის სუფთა, უგაზო წყალი: არანაკლებ 1500 მლ-სა დღეში.

19. გაანიავეთ ოთახი ძილის წინ. იძინეთ სიგრილეში.

20. ყოველდღიურად ოთახის დალაგებას დაუთმეთ 15 წუთი მაინც.

21. ასიამოვნეთ საკუთარ თავს: საყიდლებით, კოსმეტიკური პროცედურებით ან უბრალოდ კარგი ფილმის ყურებით მეგობრულ კომპანიაში - ეს ძლიერი პოზიტივოთერაპიაა.

22. გადაივლეთ შხაპი ძილის წინ.

23. აწარმოეთ საოჯახო ბუღალტერია. აკონტროლეთ ხარჯები.

24. სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა სასიამოვნო მუსიკის ქვეშ რელაქსაციას 15 წუთი დაუთმეთ.

25. კვირაში ერთხელ წადით აბანოში ან საუნაში.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს