13 საინტერესო ფაქტი მარკ ცუკერბერგის შესახებ

13 საინტერესო ფაქტი მარკ ცუკერბერგის შესახებ

მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ახალგაზრდა მილიარდერმა მარკ ცუკერბერგმა ქონება გლობალური ინტერნეტ-პროექტით დააგროვა.

Facebook-ის დაამარსებელ 14 მაისს 30 წლის გახდა. ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით გვინდა ცუკერბერგის შესახებ 13 საინტერესო ფაქტი მოგიყვეთ.

1. მარკ ელიოტ ცუკერბერი 1984 წლის 14 მაისს უაიტ-პლეინსში ებრაელი ექიმების ოჯახში დაიბადა. მამა ედვარდი სტომატოლოგი იყო, ხოლო დედა კარენი, ფსიქიატრი.

მარკი ერთადერთი ვაჟია ოჯახში, მას სამი და ჰყავს - უფროსი და რენდი და ორი უმცროსი და დონა და არიელი. ოჯახში ყველა ბავშვმა ტრადიციული ებრაული აღზრდა მიიღო, თუმცა 13 წლის ასაკში მარკი რელიგიას აღუდგა და ათეისტი გახდა.

2. მარკს კომპიუტერებთან შეხება ბავშვობიდანვე ჰქონდა. მამამისის კლინიკა კომპიუტერული ტექნოლოგიებით ჯერ კიდევ 1985 წლიდან იყო აღჭურვილი და შვილები მას სამსახურში ხშირად აკითხავდნენ.

როცა მარკს 10 წელი შეუსრულდა მან საჩუქრად პირველი კომპიუტერი (Quantex 486DX , Intel 486ის პროცესორით) მიიღო. მარკს თავიდანვე იტაცებდა პროგრამირება.

უკვე ჭაბუკობის დროს მარკმა თამაშის ქსელური ვერსია შექმნა და ასევე სამომხმარებლო ჩათი ZuckNet, რომელიც კომუნიკაციის მიზნით მისი ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი.

ეს იდეა ისე მოეწონა ცუკერბერგს-უფროსს, რომ ეს პროგრამა სამსახურის კომპიუტერზე დააყენა. მისი სამსახური კი სახლთან ახლოს იყო და ის სახლიდან გაუსვლელად ეკონტაქტებოდა საკუთარ ასისტენტს.

3. როცა ედვარდმა საკუთარ შვილში ნიჭი დაინახა, გადაწყვიტა მისთვის რეპეტიტორი დევიდ ნიუმანი დაექირავებინა. მარკის ნიჭმა ნიუმანი პირდაპირ გააოცა.

4. ახალგაზრდა ცუკერბერგი მარტო კომპიუტერული გენიოსი არ იყო. მას ასევე წარმატებები ჰქონდა მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებში და განსაკუთრებით უცხო ენების ათვისებაში. უნივერსიტეტის ანკეტაში მარკს ეწერა, რომ იცის ფრანგული, ებრაული, ლათინური და ძველბერძნური ენები.

სწავლის გარდა მარკი ასევე სპორტითაც იყო დაინტერესებული. მან რატომღაც ფარიკაობა აირჩია და სკოლის გუნდს სათავეში ჩაუდგა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს