მოირგეთ ფერადი ბოტასები, ''ბალეტკები'' და სანდლები!..

მოირგეთ ფერადი ბოტასები, ''ბალეტკები'' და სანდლები!..

დიზაინერმა მარიამ ონიანმა სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინი ტყავის განხრით ისწავლა. შარშან სადიპლომოდ პირველი კოლექცია ქართულ თემაზე შექმნა, დღეს კი მოდელიორობასთან ერთად იმ მაღაზიას ხელმძღვანელობს, სადაც ძირითადად დამწყები დიზაინერების ნაწარმი იყიდება.

- ჩემი კოლექციისთვის ძველი სვანური სამკაულის ასლი გავაკეთე და შევეცადე, თანამედროვე სამოსში ძველი ქართული დეტალები გამომეყენებინა, რამაც მოწონება დაიმსახურა. დიზაინერებს შექმნილი სამოსის რეალიზების პრობლემა გვაწუხებდა, ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, გამეხსნა მაღაზია, სადაც დამწყები დიზაინერების ნაწარმი იქნებოდა წარმოდგენილი. მე და ჩემმა მეგობარმა ეს იდეა განვახორციელეთ და დღეს ჩვენთან ნახავთ ისეთი დიზაინერების შეკერილ სამოსს, რომლებიც ჯერ საზოგადოებისთვის ცნობილნი არ არიან.

რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას, კოლექციაზე არ ვმუშაობ, მოდის კვირეულისთვის მომზადება ვერ მოვასწარი, მაგრამ მომავალში მინდა, ''ნიუქამერებშიც'' მივიღო მონაწილეობა და კონკურს ''Be Next''-შიც.

- ახლა უშუალოდ ამ სეზონის ტენდენციებს შევეხოთ...

- რადგან მე უფრო ფეხსაცმლის განხრით ვმუშაობ, გეტყვით, რომ ამ საკითხში ქუსლი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ამ სეზონზე კი მოდურია სქელი ქუსლი, თითებთან ამოჭრილი, ასევე ოთხკუთხედი, ან მოკლე, წვრილი ცხვირი. ფერადი ბოტასი კლასიკურ სამოსთან სინთეზში, ''ბალეტკები'' და სანდლები. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული, მინიმალიზმია მოდაში.

- ამ ბოლო დროს წინ წამოვიდა ფერადი ფეხსაცმლის ტენდენცია...

- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული ფერის ფეხსაცმელია მოდური, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თვალსაზრისით ფერადოვნება შეინიშნება. დიდ მოწონებას იმსახურებს დაპრინტული ან ''მოქარგული'' ფეხსაცმელი. სხვათა შორის, მხატვრობა სამოსზე, მაქმანები, სპორტული სტილი, ვარდისფრისა და ლურჯის შერწყმა - ერთ-ერთი გამორჩეული ტენდენციაა. ასევე ძალიან მოდური და ლამაზია ბადისებრი ქსოვილის გამოყენება სამოსში, გამჭვირვალე და გაუმჭვირვალი ქსოვილების სინთეზი, რასაც NUDE LOOK-ს ეძახიან, სხვათა შორის ეს ტენდენცია საკუთარ კოლექციაში გამოიყენა ANN DEMEULEMEEშთEღ-მა, ''დიორმა''. ვისაც სურს, წელს მოდურად გამოიყურებოდეს, გარდერობში აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოკლე ტოპი, რომელსაც დიზაინერები ''ბრას'' უწოდებენ. სწორედ ამ ტენდენციის მიხედვით შექმნეს კოლექციები ''შანელმა'', ვივიენ ვესტვუდმა, ''კარვენმა''. ყველაფერთან ერთად ძალიან მოდურია ''დეკორი'', რაც თვლებით, ბისერებით ან მსგავსი დეტალებით გაწყობას ნიშნავს. ''არტვორკსი'' კი გახლავთ ტენდენცია, სადაც ერთად თავმოყრილია ბევრი მკვეთრი ფერი, ამ სტილით შეიძლება ჩაიცვათ ქვედაბოლო, მაისური, ან რაიმე აქსესუარით შეიტანოთ ეს ტენდენცია თქვენს ჩაცმულობაში.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს