სასჯელაღსრულების სამინისტროს ირგვლივ ატეხილ ხმაურს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი სხვა ინტერნეტმომხმარებლის მსგავსად თემას მანჩო გიორგობიანიც გამოეხმაურა, რომელიც Facebook-ზე ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და სოზარ სუბარს მიმართავს (სტილი დაცულია):
"მხოლოდ ივანიშვილის აპარატურის დამზიანებელი ყაველაშვილის + ერთი თანამშრომელის გათავისუფლებით, ვერ ამოიწურება ეს თემა, "ერთი -ორი ბარტყის გადმოგდებით".... კრიმინალური რეჟიმის კრიმინალი შემსრულებლები - დარბაისელი? მაღლაფერიძეები? დიდიძეები? მაჩაიძე.. ა.შ.. -?!
"წლის ბოლოს, ბიუჯეტში თანხა იყო დარჩენილი და ამიტომ გაიწერა პრემიებად" - რა პასუხია, სამინისტროს მხრიდან?! ამასობაში, უნიკალური ძეგლი- მუცო დაინგრა , ხოლო კულტურის სამინისტროს, ბიუჯეტში, აქვს დაბრუნებული, ვერ იპოვა "ადრესატი" ვიძიწე ლი! ამ ფონზე, სასჯელაღსრულების ზონდერებმა , " 2 000 000 გადაინაწილა პრემიებად" - საქართველოს მთავრობა, როგორ უნდა გავიგოთ, სრულ ჭკუაზე თუ ხართ?!
კარგად მოუსმინეთ ლალი მოროშკინას, მარტივად გაერკვევით რაც ხდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში...
დეპარტამენტში გამოვლენილი საბოტაჟის ელემენტების მსგავსს, ბევრგან ვხედავთ.. თქვენი რეიტინგი ეცემა კატასტროფული სისწრაფით,, თქვენი PR და პრესს-სამსახურებისს იმედად, მტერი იყოს, "გაგნებაში" არ არიან რა ხდება ქვეყანაში და შესაბამისად, არ და ვერც გაწვდიან ინფორმაციას... აქედან გამომდინარე , თქვენც "მარცხნივ ხართ ", ვერ იგებთ -ვერ რეაგირებთ ... ურეაქციობაზე კი, ამომრჩეველია უკმაყოფილო. ბევრს, არჩევნებზეც აღარ უნდა წასვლა.. ნაციანალების ამომრჩეველი სტაბილურად 10 %-ია , რასაც წარმატებით გაზრდიან თქვენი ურეაქციობის და უმოქმედობის ხარჯზე (პარტიული ფულიც ბევრი აქვთ).
სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგყავართ, ისედაც პირადი ანგარიშსწორებების სერიალი დაიწყო..?!
p.s. ველით ბევრად მკაცრ და სამართლიან რეაგირებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნაც-ზონდერ ხელმძღვანელობასთან მიმართებაში , თუნდაც არადექვატური პრემიების გამო...", - წერს გიორგობიანი.