საინტერესო ფაქტები შამპუნის შესახებ

საინტერესო ფაქტები შამპუნის შესახებ

უამრავი მითი და თეორია არსებობს, როგორ უნდა მოვუაროთ თმას სწორად, შეიძლება თუ არა ყოველდღე შამპუნით თავის დაბანა? სპეციალისტები შამპუნის შესახებ რამდენიმე ფაქტს გვიზიარებენ.

ყველამ იცის, რომ შამპუნი თმის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოს, თუმცა აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება დამატებით თვისებებს. მაგალითად, მოცულობის მიმნიჭებელი შამპუნი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მათ, ვისაც ძალიან თხელი თმა აქვს. სქელი თმისთვის კი უკეთესი ვარიანტი დამატენიანებელი შამპუნია.

თუ შეამჩნიეთ, რომ რამდენიმე დაბანის შემდეგ თმა ადრინდელზე უფრო მშრალი გაგიხდათ, ე.ი. ის სათანადოდ არ სუფთავდება. ამ შემთხვევაში შეარჩიეთ შამპუნი, რომელსაც აწერია Clarifying Shampoo. ასეთი შამპუნი უზრუნველყოფს თმის უფრო ღრმა და იმავდროულად სათუთ გასუფთავებას და არ აშრობს თმასა და თავის კანს.

ბუნებრივად ქერებმა და ქიმიურად დახვეული თმის მქონე ქალბატონებმა ჩვეულებრივზე ხშირად უნდა გამოიყენონ ღრმად გამასუფთავებელი შამპუნები. საქმე ის არის, რომ მათი თმის სტრუქტურა გაცილებით ფორებიანია და თავის კანზეც მეტი მავნე ნივთიერება გროვდება.

ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ შამპუნს. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ შამპუნი თავის პირვანდელ თვისებებს კარგავს.

შამპუნით დაბანისას თავზე მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ, ეს მარტივი პროცედურა ხელს უწყობს ჯანმრთელი თმის შენარჩუნებას და აჩქარებს მის ზრდას.

აკონტროლეთ ქაფი. ზედმეტი ქაფი ხელს უშლის თმის საფუძვლიანად ჩამობანას და კანის მასაჟს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს