რა საფრთხე გელით დროებითი ტატუსგან

 რა საფრთხე გელით დროებითი ტატუსგან

დროებითი ტატუირება ტრადიციული მოსვირინგების მტკივნეულ პროცედურას ანაცვლებს. თუმცა აშშ-ის სურსათისა და მედიკამეტების კონტროლის სამსახური მომხმარებელს აფრთხილებს, რომ დროებით ტატუს სერიოზული პრობლემების გაჩენა შეუძლია.

კონტროლის სამსახურმა ყველა მომხმარებელს, ვინც დროებით სვირინგს ატარებს, სთხოვა პროცედურის შემდეგ გამოხატული რეაქციები დააფიქსიროს, რათა ამ პროცედურის უსაფრთხოების შესახებ ზუსტი სტატისტიკა დადგინდეს. ამავე სამსახურის ეპიდემიოლოგიის, კეტრინ ჰოლინჯერის თქმით, საღებავებმა, რომლებიც დროებითი სვირინგისთვის გამოიყენება, კონტროლის სამსახურში ტესტირება უნდა გაიაროს, ზუსტად ისე, როგორც წამლებმა. თუმცა ამ დრომდე საღებავები არც ერთ სოლიდურ ორგანიზაციას არ შეუმოწმებია.

"ტატუს საღებავებს ქრონიკური ალერგიული რეაქციების გაჩენა შეუძლია. მათ შორის კანზე გამოხატული წყლულებითა და გამონაყარით, გადაგვარებული ქსოვილებით, შეუქცევადი პათოლოგიური პროცესებითა და მზისადმი მომატებული მგრძნობელობით" - აცხადებს ჰოლინჯერი.

თავისი რისკების გააჩნია ტრადიციულ სვირინგსაც. განსაკუთრებით მაღალია მელანის დაბინძურების საფრთხე, რომელსაც ორგანიზმში საშიში ინფექციები შეჰყავს.

ბევრ ადამიანს თავად ტატუს მელანზე აქვს ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით წითელ ფერზე.

მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს