იტალიაში ძაღლების პლაჟი გაიხსნა

იტალიაში ძაღლების პლაჟი გაიხსნა

იტალიის ქალაქ რიმინიში ახალი პლაჟი გაიხსნა, სადაც მხოლოდ ძაღლთან ერთად შეიძლება ნამზეურის მიღება. პლაჟზე ყველა პირობაა შექმნილი, რომ ცხოველებმა თავი ბედნიერად იგრძნონ. საგანგებოდ მათთვის არის შედგენილი მენიუ და გასართობი პროგრამა. მათი პატრონებისთვის კი ბარი იმუშავებს და მათ ცივი სასმელებით გაუმასპინძლდებიან.

ოთხფეხა მეგობრის გარეშე ამ პლაჟზე გამოჩენა აკრძალულია. პლაჟი კეთილმოწყობილია ქოლგებით, ტუალეტის კაბინებით და შეზლონგებით. ეს ყველაფერი ძაღლებისთვისაა. გამოყოფილია აქტიური დასვენების ადგილი, სადაც ძაღლები პატრონებთან და ერთმანეთთან ითამაშებენ. დამონტაჟებულია შხაპიც, სადაც ზღვაში ნაცურავები ცუგა სუფთა წყალსაც გადაივლებს.

თუ პატრონს ძაღლისგან განმარტოვება მოუნდება, მას საგანგებოდ მომზადებული პერსონალი ჩაიბარებს.

პლაჟის მეპატრონეები ძმები ლუკა და მარკო აგოსტინები არიან, რომლებიც ჩვეულებრივ პლაჟსაც ფლობენ. მათი თქმით, ძალიან გული წყდებოდათ, რომ ძაღლის პატრონებს პლაჟებზე თავიანთი ოთხფეხა მეგობრების ტარება არ შეეძლოთ. ევროპაში ეს აკრძალულია და ჯარიმას ექვემდებარება.

აგოსტინები ახლო მდებარე კაფეებისა და რესტორნების მფლობელებს მოელაპარაკნენ, რათა მათაც დაიწყონ ძაღლიანი კლიენტების მომსახურება.

მომზადებულია thelocal.se-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს