"ძილის ეპიდემია" - უჩვეულო ფენომენი ყაზახეთში, რომელსაც მეცნიერები ვერ ხსნიან (+8 ფოტო)

"ძილის ეპიდემია" - უჩვეულო ფენომენი ყაზახეთში, რომელსაც მეცნიერები ვერ ხსნიან (+8 ფოტო)

აკმოლინსკის ოლქში (ყაზახეთი) მდებარე სოფელ კალაჩიში გავრცელებულმა ე.წ. "ძილის ეპიდემიამ" ადგილობრივი ექიმები ჩიხში შეიყვანა. უცნობმა დაავადებამ უკვე დააიმფიცირა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. პაციენტებს ანალოგიური ჩივილები აქვთ: სისუსტე, თავბურსხვევა გულის წასვლა, მუდვივად ძილის სურვილი, მეხსიერების ნაწილობრივ დაკარგვა და ჰალუცინაციები.

"როდესაც პაციენტი იღვიძებს, მას არაფერი ახსოვს; ყველას ერთი და იმავე სიმპტომები აწუხებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ჩვენ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი დღემდე არ ვიცით. ვერაფრით დავადგინეთ, ერთსა და იმავე ოჯახში რატომ სძინავს რომელიმე წევრს 2-დან 6 დღემდე, როცა სხვები ამ დროს სრულიად ნორმალურად გრძნობენ თავს", - ამბობს ექიმი ესილ კაბდრაშიტ ალმაგამბეტოვი.

ძილის დაავადების პირველი შემთხვევა კალაჩიში 2013 წლის მარტში დაფიქსირდა. მაშინ დახმარებისთვის საავადმყოფოს 14-დან 70 წლამდე ასაკის ათამდე ადამიანმა მიმართა. ბოლო შემთხვევა დეკმებერში მოხდა, როდესაც ერთდროულად 12 ადამიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ადგილობრივთა თქმით, დაავადება დათბობასთან ერთად იჩენს თავს. სანიტარული სამსახურის მუშაკებმა და ექიმებმა პაციენტებს თავის ტვინის დაზიანება ვერ აღმოუჩინეს. სოფლის მაცხოვრებლები უჩვეულო მოვლენას ახლოს მდებარე ურანის მაღაროებს უკავშირებენ, სადაც მუშაობა 30 წლის წინ შეჩერდა. თუმცა, ექსპერტებს ამ კავშირის დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Tengrinews-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს