"სად არის უახლესი ვერტმფრენები Super Puma" - შაშკინი თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს

"სად არის უახლესი ვერტმფრენები Super Puma" - შაშკინი თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში 2013 წელს ჩამოტანილი თანამედროვე Super Puma ვერტმფრენების ადგილმდებარეობით ინტერესდება.

"დარიალის ხეობის ფოტოებზე ჩანს, რომ ტრაგედიის ზონაში მუშაობს ორი ვერტმფრენი: ძველი მი 8 და იროკეზი (რომელიც არ არის გათვლილია მთაში მუშაობაზე). სად არის უახლესი, ყველაზე თანამედროვე ვერტმფრენები Super Puma, რომელიც 2013-ში ჩამოვიდა და თავდაცვამ აბსოლუტურას უგუნურად გადასცა ეკონომიკის სამინისტროს? გუშინ რო გააპიარეს რომ პრემიერმა ვერტმფრენი დაუტოვა და თვითონ მანქანით წამოვიდა, კარგი ამბავი გონიათ? სამარცხვინოა", - წერს შაშკინი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ თბილისში ავტომანქანით გამოემგზავრა. ის ვერტმფრენი კი, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ადგილას გუშინ შუადღეს ჩაფრინდა, სამაშველო სამსახურებს დაუტოვა.

დარიალის ხეობაში გუშინ მთის მასა ჩამოწვა. ამ დროისთვის სულ მცირე, 5 მძღოლი დაკარგულად ითვლება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს