ვახო სანაიას პირველი კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ბრალდებაზე

ვახო სანაიას პირველი კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ბრალდებაზე

"ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ რეალურად შეასრულა ერთ-ერთი მთავარი დანაპირები - მედია გაათავისუფლა ხელისუფლების ნებისმიერი ზეწოლისგან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ამ განცხადებას თავად ვახო სანაია გამოეხმაურა, რომელიც საპასუხო პოსტს Facebook-ზე აქვეყნებს, რომელშიც წერს:

"ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხი სიცრუის გამყარებისთვის როგორ უნდა გამოიყენო, ვინმემ იცით ? ვთავაზობ მთავრობას, გამომაყოლოს ამ ტექსტის ავტორი და ერთად გავამყაროთ სიმართლე ხალხის გამოკითხვით. დანარჩენზე დღეს საღამოს "ცხრიანში", - წერს ვახო სანაია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს