მთვარეზე ნამყოფი ასტრონავტების ნივთები, 1 მლნ დოლარად გაიყიდა

მთვარეზე ნამყოფი ასტრონავტების ნივთები, 1 მლნ დოლარად გაიყიდა

აშშ-ში, Heritage-ს აუქციონზე, მთვარეზე ნამყოფი ამერიკელი ასტრონავტების ნივთები 1 მლნ დოლარზე მეტად გაიყიდა. საუბარია იმ ხელსაწყოებზე, რომლებიც ამერიკელ ასტრონავტებს მთვარეზე გადასხმის დროს თან ჰქონდათ.

წარმოდგენილ ლოტებს შორის იყო მაკრატელი, საწერი კალამი და ქამარი, რომელიც ხომალდ "აპოლონ-12"-ის ეკიპაჟის წევრ ალან ბინს 1969 წელს მთვარეზე დაჯდომის დროს თან ჰქონდა. ასევე ბიბლია, რომელმაც კოსმოსში ხომალდებით "აპოლონ-13" და "აპოლონ-14" ორჯერ იმოგზაურა.

უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული "კოსმოსური" მაკრატელი 100,000 აშშ დოლარად გაიყიდა, რაც მათ საწყის ღირებულებაზე ორჯერ მეტია.

ალან ბინის თეთრმა ქამარმა, რომელზეც მთვარის მტვრის კვალია შემორჩენილი, აუქციონი, მასში 93,700 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ დატოვა.

53 ათას დოლარად, კომპანია Fisher Spacepen-ის მიერ დამზადებული AG-7 მოდელის ვერცხლისფერი საწერი კალამი გაიყიდა. მას სერიული ნომერიც აქვს შენარჩუნებული და დღემდე გამართულად წერს. მისი მეშვეობით წერა უწონობის პირობებშიც შეიძლება. ამისთვის, სპეციალურ ბალონში მოთავსებული მელანი, მუდმივად მაღალი წნევის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

აუქციონზე ასევე გაიყიდა ხომალდ "აპოლონ-12"-ის აღჭურვილობის, მოწყობილობებისა და ინტერიერის ელემენტების ნაწილი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ rambler.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს