ჩინური ოაზისი - ქვიშიან ზედაპირზე ბალახის იმიტაციას მწვანე ზეწრები ქმნის (+7 ფოტო)

ჩინური ოაზისი - ქვიშიან ზედაპირზე ბალახის იმიტაციას მწვანე ზეწრები ქმნის (+7 ფოტო)

რას გააკეთებდით მწვანე ოაზისის ნაცვლად, სრულიად მოულოდნელად, უდაბნო რომ შეგრჩეთ ხელში? ჩინელებმა ეს პრობლემა მარტივად გადაწყვიტეს და ქვიშიანი უდაბნო მწვანე ზეწრით დაფარეს, რომელიც შორიდან ისეთ იმიტაციას ქმნის, თითქოს თქვენს წინაშე თვალწარმტაცი ბუნებაა გაშლილი.

ხენანის პროვინციაში დეველოპერები ისწრაფვოდნენ, რომ ბუნებრივი პარკი აეშენებინათ, რომლის განაპირას ტბა იქნებოდა. თუმცა, წალკოტის ნაცვლად, შეცდომით უზარმაზარი ხელოვნური უდაბნო მიიღეს. შედეგმა ხასიათი მშენებლებს ვერ წაუხდინა და ქვიშა მწვანე ზეწრით დაფარეს, რათა ამ გზით მაინც დაემსგავსებინათ ოაზისს. ჩინელები ამტკიცებენ, რომ მწვანე ზეწარი იმდენად ეფექტური იქნება, რომ შორიდან მწვანეში ჩაფლული ფერდობის ეფექტს შექმნის. 

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს