"დამიბრუნოს რუსეთმა აფხაზეთი და ეგრევე მეგობრად დავსახავ" - ნათია ფანჯიკიძე ევროპულ არჩევანზე

"დამიბრუნოს რუსეთმა აფხაზეთი და ეგრევე მეგობრად დავსახავ" - ნათია ფანჯიკიძე ევროპულ არჩევანზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტ შოთა დიღმელაშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც მან ტელეპროექტში "1 წუთი მაესტროზე" გააკეთა. ჟურნალისტი ვიდეორგოლში საკუთარ ევროპულ არჩევანზე საუბრობს.

"რა სწორად ჩამოაყალიბა და მით უფრო დამენანა, რომ ენობრივად ცოტა რთულად თქვა, ისევ იმ პუბლიკის გასაგებად გამოუვიდა, ვისაც ეს ისედაც ესმის, ნეტავ გაემარტივებინა მეტად.

ჩემი მხრივ მარტივად დავამატებ - ჩვენს უმნიშვნელოვანეს ძეგლებზე, ტაძრებში რუსების მიერ გადაღებილი ხატები გაიხსენეთ და მერე იმასაც მიაქციეთ ყურადღება, გერმანელები ჩვენზე მეტად რომ დარდობენ საყდრისის ამბავს. იუნესკომ რომ ჩვენზე მეტად იდარდა ბაგრატის არასწორი რესტავრაცია", - წერს ფანჯიკიძე.

ფსიქოლოგის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ფანჯიკიძის ერთ-ერთმა მეგობარმა განსხვავებული აზრი გამოთქვა:

"20 წელია ამ მეტიჩრობამ და ბოდიში, ტრ***ს თამაშმა დაღუპა ჩვენი ქვეყანა, რა ევროპა, რის ევროპა, ვის ედრებით, ვინ მიგიღებთ ასეთ გაფარჩაკებულ მდგომარეობაში, ვის უნდა აქედან უმძიმესად გაჭირვებული ხალხის გადინება ევროპაში, თვქენ რამხელა სისულელეს ამბობთ, ხვალ რომ უვიზო რეჟიმი დაწესდეს ევროპასთან, თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება საქართველოში? თქვენ ქართველს დაიჭერთ აქ? და დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა ევროპული, რომელსაც სურვილი აქ ასეთი ღატაკებით გაივსოს მისი ქვეყანა, რაც შეეხება ნატოს, თქვენ რუსეთი იმდენად დებილი და არაფრისმაქნისი გგონიათ, რომ ცხვირწინ ამერიკის ჯარებს ჩაიყენებს? და ამის გამო ამერიკა ომს დაუწყებს რუსებს? გამოდით ხალხო ილუზიებიდან, ნუ მეტიჩრობთ და თავები 21-ე საუკუნის გმირები ნუ გგონიათ, იმიტომ რომ ევროპა მოგწონთ, მეც მომწონს ევროპა, მაგრამ არა ესე, მინიმუმ საბერძნეთს გაუტოლდით და მერე იფიქრეთ ევროპაზე და ამერიკაზე, ჯერ შიდა პრობლემები მოაგვარეთ, გააძლიერეთ ეკონომიკა და როცა შესატყვისები ვიქნებით მათი, მერე იფიქრეთ ევროპაზე. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთის მიმართ მტრის ხატის შექმნას სჯობია თავადვე გაითხაროთ წინასწარ სამარე, იყავით დიპლომატები და არა მეტ***ე მეტიჩრები".

ნათი ფანჯიკიძე: "დამიბრუნოს რუსეთმა აფხაზეთი და ეგრევე მეგობრად დავსახავ, მიდი, უთხარი. მიწერე ღია წერილი.

ეკონომიკა რომ უნდა განვითარდეს, ამაში ვინ შეგეკამათება? ერთი საკითხი მეორესთან წინააღმდეგობაში არაა. წინააღმდეგობებს ისევ ქართველები ვქმნით, არავის არ შეუშლია ხელი, რომ პამიდორი დათესო და იმპორტი შეამცირო, ევროპიდან არ მოგაქვს პამიდორი (სიტყვაზე). უცხოელმა თუ ხელი შეგიშალა მეურნეობაში, ისევ რუსეთმა, საძოვრები შემოუღობა გორის იქით მოსახლეობას. დანარჩენი საკუთარი უჭკუობის და უსიყვარულობის ბრალია".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს