პირველად ეს უჩვეულო მოწყობილობა, რომელიც ქალს სექსისგან ''იცავდა, ძველ საბერძნეთში გაჩნდა. მონა ქალებს ორზოლიან ტყავის სარტყელს უკეთებდნენ: პირველი წელზე ერტყათ, მეორე - ფეხებშორის გადიოდა. მაშინ ამ გამოგონების მთავარი მიზანი გახლდათ, ქალი არ დაორსულებულიყო: ორსული და შემდეგ უკვე ნამშობიარევი ქალი ვერ იმუშავებდა და მონათმფლობელებს ამგვარი რამ სულაც არ აძლევდათ ხელს.
ძველი ბერძნების გამოგონება შუა საუკუნეებში ძალიან აქტუალური გახდა. ცოლების ''ბოქლომით დაკეტვა ერთმა გერმანელმა იმპერატორმა შემოიღო (მის სახელზე ისტორია დუმს). ყოველთვის, როცა თავისი მიწების საზღვრებს გარეთ მიდიოდა, ეჭვიანი იმპერატორი დურგალს უხმობდა და თავის ცოლს რკინის ქამარს უკეთებდა, რომელსაც შემდეგ თავადვე ხსნიდა. ეს მოწყობილობა ნამდვილი საწამებელი იარაღი იყო: ძალიან მძიმე კონსტრუქცია უამრავი საკეტით, რომელიც ტანჯული ქალის სხეულის მთელ ქვედა ნაწილს კეტავდა. ქამარში მხოლოდ ერთი პაწაწინა ხვრელი იყო ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, პირად ჰიგიენაზე ლაპარაკიც არ იყო. ერთადერთი გასაღები კი ქმარს ჰქონდა.
გერმანელი მონარქის ინოვაციური გამოგონება მამაკაცებს ძალიან მოეწონათ და მალე მთელ ევროპაში, განსაკუთრებით კი იტალიაში, ერთგულების ქამრები მოდაში შემოვიდა. მოდელები ძველი ბერძნული ნიმუშისგან მხოლოდ მასალით განსხვავდებოდა: ხარის ტყავის ქამრებს დაემატა რკინის, ვერცხლისა და ოქროს ქამრები, ზოგიერთი ''ხელოვნების დამფასებელი ლამაზადაც კი აფორმებდა ამ მოწყობილობებს. საუკეთესო ეგზემპლარები ბერგამოსა და ვენეციაში კეთდებოდა, ამიტომაც ეძახდნენ მათ ''ბერგამოს საკეტს'' და ''ვენეციურ საკანს''.
იხილეთ გაგრძელება