კატა ადოლფ ჰიტლერთან მსგავსების გამო დააბრმავეს

კატა ადოლფ ჰიტლერთან მსგავსების გამო დააბრმავეს

7 წლის ფისოს, სახელად ბაზის ხშირად ადარებდნენ ადოლფ ჰიტლერს.

როგორც კატის პატრონი კირსტი სპაროუ ამბობს, ყველა ამბობს, რომ ულვაშიანი ცხოველი ნაცისტების დიქტატორს ჰგავს. რამდენიმე დღის წინ ბაზი დაიკარგა; კატა მეზობელმა სანაგვე ყუთში იპოვა - მას ძლიერი დაზიანებები ჰქონდა. კატის პატრონმა ბაზი ახლომდებარე სამკურნალო დაწესებულებაში მიიყვანა, ფისოს მარცხენა თვალი დაკარგული ჰქონდა.

როგორც კირსტი ამბობს, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლებოდა, ვინმე მის კატას ასე სასტიკად მოქცეოდა ადოლფ ჰიტლერთან მსგავსებაა.

"როგორც ექიმმა მითხრა, სხეულის სხვა ნაწილზე დაზიანება არ ჰქონდა. მას არც ავტომობილი დაჯახებია - წიხლი ჰქონდა ჩარტყმული. საშინელებაა, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასეთი რამის გაკეთება შეუძლიათ. ჯერ კიდევ პატარა კნუტი იყო, სახლში რომ მოვიყვანე, მის მიმართ ნეგატიური განწყობა არავის გამოუმჟღავნებია. რა მნიშვნელობა აქვს, თუ ჰიტლერს მართლა ძალიან ჰგავს? ამის გამო კატას ცუდად უნდა მოექცე?", - ამბობს ის.

პოლიცია ინციდენტს იძიებს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს