24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს გარშემო მყოფებისგან შექება და კომპლიმენტები გელით. ეცადეთ, ასეთმა მოპყრობამ თავბრუ არ დაგახვიოთ; იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რათა არ დაუშვათ შეცდომები.

კურო

დაისახეთ დღის გეგმა და იზრუნეთ მის შესრულებაზე. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და არაფრისმომცემ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. დაზოგეთ თითოეული წუთი. დაძაბული სიტუაციები იუმორით განმუხტეთ.

ტყუპი

სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რაც მომავალში შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში თუ არა, მეგობრობაში გადაიზარდოს. აგრეთვე მოსალოდნელია მგზავრობა.

კირჩხიბი

შეიძლება მოგაგონდეთ ძველი შეყვარებული და მის მიმართ გრძნობის მოზღვავება იგრძნოთ. შეიძლება ეს ადამიანი თავად გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. თუ ხვდებით, რომ მის გარეშე არსებობას ვერ შეძლებთ, იქნებ უმჯობესია, ძველ პარტნიორთან რომანი თავიდან დაიწყოთ.

ლომი

დღეს გულუხვი მასპინძლის როლში მოგიწევთ ყოფნა. შეიძლება უცხოელი სტუმრებისთვის ქალაქის დათვალიერებამ მოგიწიოთ. კარგი დღეა სტუმრების სახლში მისაღებადაც; მათ გასამასპინძლებად და გასამხიარულებლად.

ქალწული

დღევანდელ დღეს როგორც დაგეგმავთ, ისეც მოხდება ყველაფერი. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ და მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში. საღამოს საშუალება მოგეცემათ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან.

სასწორი

სასიამოვნო შეხვედრა მთელ დღის გეგმებს შეგიცვლით. აგრეთვე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზარი, რომელიც სიხარულით აგავსებთ. დღის განმავლობაში პატარ–პატარა სიურპრიზებიც გელით.

მორიელი

მოერიდეთ ხმაურიან თავყრილობებსა და ხალხის მასებთან ურთიერთობას. მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ პირადი ცხოვრების მოწყობას. სასურველია ეს და მომდევნო დღე საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატაროთ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს