ქალი, რომელსაც შვილები ჰყავს, ოჯახში უფრო მეტად იღლება, ვიდრე სამსახურში

ქალი, რომელსაც შვილები ჰყავს, ოჯახში უფრო მეტად იღლება, ვიდრე სამსახურში

თუ დასაქმებული ქალი, რომელსაც საკუთარი ოჯახი ჰყავს გეუბნებათ, რომ სახლში უფრო მეტად იღლება, ვიდრე სამსახურში, არ გაგიკვირდეთ.

მთელი დღე კომპიუტერთან მუშაობა ისე ვერ დაგღლით, როგორც შვილების თუნდაც დღეში რამდენიმე საათით მოვლა; ამერიკელმა მეცნიერებმა გამოკითხვა ჩაატარეს, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქალისთვის ყველაზე რთული სადილის მომზადება და ოჯახის წევრების დილით სამსახურში, ან სასწავლებელში გაგზავნაა.

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოკითხვაში 122 ქალი და კაცი ჩართეს. მამაკაცები ამბობენ, რომ ბედნიერები სახლში დაბრუნებისას არიან, მაშინ, როდესაც ქალები თავს უფრო მშვიდად ოფისში გრძნობენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს